Thumbnail

ევრო 2020-ის გადადება, სერია A-ს გაუქმება - სამი შესაძლო ვარიანტი

ლუკა გაბიდაური პროფილის ფოტო
ლუკა გაბიდაური
  • კორონავირუსი იტალიურ და მთლიანად ევროპულ სპორტს პრობლემებს უქმნის  
  •  იტალიური მედია მოვლენათა განვითარების სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავს    

იტალიაში 3 აპრილამდე დაგეგმილი ყველა შიდა სპორტული ღონისძიება უკვე გადაიდო - მათ შორის სერია A-ს მატჩები. ამის მიზეზი ახალი კორონავირუსია, რომელიც ამ ქვეყანაში განსაკუთრებით გავრცელდა და დიდი მსხვერპლიც გამოიწვია.  

📋 მეტი ამ თემაზე:

იტალიური მედიის ინფორმაციით, ამჟამად იტალიაში მოვლენთა განვითარების სამ შესაძლო ვარიანტს განიხილავენ - იმისდა მიხედვით, თუ როგორი იქნება მდგომაროება ეპიდემიის მხრივ.

ევრო 2020 შესაძლოა სულაც 2021 წელს გაიმართოს

თუკი ინფექციის მთელ ევროპაში გავრცელება გაგრძელდება, ყველაზე სარწმუნო ხდება ვარიანტი, რომლის თანახმად, გადავადდება ევროპის 2020 წლის ჩემპიონატი ფეხბურთში, ხოლო ეროვნული პირველობები ზაფხულში ჩატარდება. ასეთ შემთხვევაში, ევრო 2020, სადაც მოხვედრის შანსი საქართველოსაც აქვს, შემოდგომით ან მომავალ წელს გაიმართება.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • საქართველო
  • X
  • ბელარუსი

მეორე ვარიანტი სერია A-ს გათამაშების, მაქსიმალურად შემჭიდროვებული გრაფიკით, მაისში განახლებაა. ამ შემთხვევაში კლუბები იძულებულნი იქნებიან, მატჩები ყოველ მეორე-მესამე დღეს ჩაატარონ. ამასთან, ივნისში ან აგვისტოში გაიმართება იტალიის თასის გათამაშების დარჩენილი შეხვედრები.

ყველაზე უარესი სცენარი იტალიის ჩემპიონატის საერთოდ გაუქმებას ითვალისწინებს. ასეთ შემთხვევაში საჩემპიონო ტიტულს არცერთი კლუბი მიიღებს, ევროთასების საგზურებს კი სატურნირო ცხრილში ამჟამინდელი მდგომარეობის გათვალისწინებით გაანაწილებენ. ამავდროულად, ის კლუბები, რომლებიც გასავარდნ ზონაში არიან, ლიგაში ადგილს შეინარჩუნებენ, ხოლო სერია B-დან ელიტაში ორი კლუბი დაწინაურდება. შესაბამისად, სერია A მომავალი სეზონში გაფართოვდება და 22-გუნდიანი იქნება. 

კორონავირუსმა იტალიაში 400-ზე მეტი ადამიანი უკვე  იმსხვერპლა   

სერია A-ში გასული 26 ტურის შემდეგ, სატურნირო ცხრილის სათავეში 63 ქულით ტურინის იუვენტუსია, რომელსაც ქულით ჩამორჩება რომის ლაციო. თამაშით ნაკლები აქვს ჩატარებული მილანის ინტერს, რომლის აქტივში 54 ქულაა. ამჟამად გასავარდნ ზონაში ლეჩე, სპალი და ბრეშია არიან, სერია B-ს კი ბენევენტო (69) და კროტონე (49) ლიდერობენ. 

ევრო 2020-ს კონტინენტის 12 ასოციაციის 12 ქალაქმა, 12 ივნისიდან 12 ივლისის ჩათვლით უნდა უმასპინძლოს. ჩემპიონატის გახსნის მატჩი სულაც რომის ოლიმპიურ სტადიონზეა დაგეგმილი.

კომენტარები

ბოლო ამბები