Thumbnail
  • პორტუგალიასთან მატჩში, ბორჯღალოსნებმა სულ 7 ლელო დადეს
  • გორგაძის ლელო მეხუთე ადგილზე გავიდა, თაფლაძის მეორეზე

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მე-4 ტურის ხუთ საუკეთესო ლელოს შორის ქართველი მორაგბეების 2 ლელო შევიდა.

TOP TRIES - Round 4

Have a look back at the top tries from the Rugby Europe Champsionship at the weekend. It was a tough choice with 23 tries scored across the three matches!

Posted by Rugby Europe on ორშაბათი, 09 მარტი, 2020

შეგახსენებთ, რომ გასულ ტურში ბორჯღალოსნები პორტუგალიას პარიზში გაეჯიბრნენ, 7 ლელო დაუდეს და 39:24 მოიგეს.

მე-5 ადგილზე ბექა გორგაძის ლელო გავიდა. ქართველმა მესამეხაზელმა ფლანგზე ბურთი დემე თაფლაძისგან მიიღო, გზად ჟოაო ლიმა გადათელა და ბურთი ისე დაამიწა.

მე-2 პოზიცია ერგო თავად თაფლაძეს, რომელმაც ქართველების მიერ საკუთარი ნახევრიდან ხელდახელ განხორციელებული იერიში დააგვირგვინა, ბოლო პასი კი სოსო მათიაშვილისგან მიიღო.

დემე თაფლაძე პორტუგალიასთნ მატჩში ერთ-ერთი გამორჩეული იყო

შეგახსენებთ, რომ საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა 4 ტურის თავზე 19 ქულა მოაგროვა და რაგბი ევროპის ჩემპიონატი ვადაზე ადრე, საერთო ჯამში მეთორმეტედ მოიგო.

ბორჯღალოსნები ტურნირის დასკვნით მატჩს მომავალ შაბათს, 14 მარტს, თბილისში, რუსეთთან ჩაატარებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები