Thumbnail

პირველი გამარჯვება ჰარუ ბაშოზე – ტოჩინოშინმა იორიკირით მოიგო

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ქართველმა სუმოისტმა მონღოლ მეტოქეს აჯობა
  • ტოჩინოშინის მომდევნო მეტოქე ერთ-ერთი ლიდერი იქნება

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ პირველი გამარჯვება იზეიმა საგაზაფხულო ჰარუ ბაშოზე, რომელსაც იაპონიის ქალაქი ოსაკა მასპინძლობს.

გორგაძე უმაყურებლოდ მიმდინარე მარტის სუპერტურნირს დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებით შეხვდა, მონღოლ მე-8 მაეგაშირა კირიბაიამასთან შერკინებამდე კი, ორივე სასტარტო ორთაბრძოლა წაგებული ჰქონდა.

ქართველი სეკიტორი დღევანდელ მოწინააღმდეგეს კარიერაში პირველად გაეჯიბრა და წარმატების მიღწევა არ გასჭირვებია. ტოჩინოშინმა სასტარტო შეჯახების შემდეგ, უპირატესობა მიიღო, მონღოლს მავაშში ორივე ხელი ჩასჭიდა და დოჰიოდან იორიკირით გაიყვანა.

ხვალ, ქართველი სუმოისტის პირისპირ აღმოსავლეთის მე-9 მაეგაშირა ტაკანოშო დადგება, რომელთანაც ერთადერთი შერკინება აქვს გამართული და მაშინ გამარჯვება იაპონელს დარჩა.
ტაკანოშო ჰარუ ბაშოს კარგ ფორმაში შეხვდა და 3 მოგებით ტურნირის ლიდერთა შორის იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები