Thumbnail

კორონავირუსი V ძიუდო - თბილისის გრან პრი აღარ ჩატარდება

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • IJF-მა აპრილამდე დაგეგმილი ყველა ტურნირი გააუქმა
  • თბილისში ჩამოსვლას 666 ძიუდოისტი აპირებდა

27-29 მარტს თბილისში დაგეგმილი გრან პრი ძიუდოში აღარ ჩატარდება. შესაბამისი გადაწყვეტილება ძიუდოს საერთაშორისო ფედერაციამ (IJF) მსოფლიოში გავრცელებული კორონავირუსის გამო მიიღო.

შეგახსენებთ, რომ ვირუსის პირველი მსხვერპლი მაროკოს ქალაქ რაბათში მარტის დასაწყისში გასამართი გრან პრი გახდა, მოგვიანებით რუსულ ეკატერინბურგში გასამართი გრანდ სლემის (13-15 მარტი) მაყურებლების გარეშე ჩატარება გადაწყდა, დღეს კი, სიტუაცია შეიცვალა.

IJF-მა რისკზე წასვლა აღარ არჩია და აპრილის ბოლომდე დაგეგმილი ყველა საერთაშორისო ღონისძიება გააუქმა. შედეგად აღარ ჩატარდება ხსენებული გრანდ სლემი, თბილისისა და ანტალიის (3-5 აპრილი) გრან პრის რანგის ტურნირები.

ცნობისთვის, თბილისურ შეჯიბრზე 89 ქვეყნის წარმომადგენელი 666 სპორტსმენი აპირებდა ჩამოსვლას, რაც არსებულ ვითარებაში საფრთხეს ნამდვილად ქმნიდა, მითუმეტეს, რომ შესაძლო მონაწილეთა შორის ჩინელი, იტალიელი, სამხრეთკორეელი, ფრანგი და ესპანელი ძიუდოისტებიც იყვნენ, ამ ქვეყნებში კი, კორონავირუსი ყველაზე ფართოდაა გავრცელებული.

კომენტარები

ბოლო ამბები