Thumbnail

სამი ვარიანტი - თბილისის გრან პრი საფრთხეშია, მიზეზი კორონავირუსია 

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • 27-29 მარტს თბილისის გრან პრი უნდა გაიმართოს
  • მოვლენათა განვითარების სამი ვარიანტი

ახალი კორონავირუსის საფრთხის გამო, მსოფლიოს მასშტაბით მრავალი სპორტული ღონისძიება გაუქმდა, გადაიდო ან უმაყურებლოდ ჩატარდა. ბუნებრივია, გლობალურმა საფრთხემ ძიუდოს კალენდარიც დააზარალა.

უკვე გაუქმდა წლის ერთი გრან პრი, რომელიც მაროკოს ქალაქ რაბათში უნდა ჩატარებულიყო. საქართველოში გადაიდო თელავში გასამართავი საკლუბო პირველობა, თუმცა ძიუდოს ქართველ გულშემატკივარს ყველაზე მეტად აინტერესებს, რა მოხდება თბილისის გრან პრიზე.

წესით, თბილისის გრან პრი ოლიმპიურ სასახლეში 27-29 მარტს უნდა ჩატარდეს. აქამდე მას, თითქოს, არაფერი ემუქრებოდა, თუმცა, სამწუხაროდ, ვითარება შეიცვალა. 

თბილისის გრან პრიზე 89 ქვეყნის ძიუდოისტები არიან დარეგისტრირებულნი, მათ შორის იმ ქვეყნების წარმომადგენლები, სადაც კორონავირუსია გავრცელებული: ჩინეთი, იტალია და სამხრეთ კორეა. 

უახლოეს დღეებში გვეცოდინება, რა გადაწყვეტილებას გამოიტანს ძიუდოს საერთაშორისო ფედერაცია (საქართველოს ხელისუფლებასთან ერთად). თუ ჩარევა აუცილებელი გახდა - განიხილება სამი ვარიანტი: 1. ტურნირის გადადება; 2. ტურნირის გაუქმება; 3. ტურნირის ჩატარება მაყურებლის გარეშე.  

კომენტარები

ბოლო ამბები