Thumbnail

'მან პირობა დადო და შეასრულა' - რა არ აპატიეს ბენფიკას ფანებმა მაკარიძეს

ნიკო კვარაციხელი პროფილის ფოტო
ნიკო კვარაციხელი
  • გიორგი მაკარიძე GoalPoint-ის ტურის სიმბოლურში მოხვდა
  • რატომ უსტვინეს ქართველ მეკარეს ბენფიკას ფანებმა

პორტუგალიურტმა GoalPoint-მა პრიმეირას 24-ე ტურის სიმბოლური ნაკრები შეადგინა, რომელშიც ამ ჩემპიონატის ერთადერთი ქართველი ლეგიონერი გიორგი მაკარიძეც მოხვდა. 

გამოცემამ ბენფიკასთან 1:1 დასრულებულ თამაშში, 29 წლის ქართველ მეკარეს 7.8 ქულა დაუწერა, მას თამაშიდან არ გაუშვია გოლი - ლისაბონელებმა ორი პენალტიდან ერთი გაუტანეს. სეტუბალის ერთ-ერთ ლიდერს ჩემპიონატში 11 "მშრალი" მატჩი აქვს. 

"მაკარიძეს საოცარი სეზონი აქვს, ის გუნდში ერთ-ერთი საუკეთესოა და ჩვენს სიმბოლურშიც მეოთხედ მოხვდა. მას 5 "სეივი" ჰქონდა, მართალია, აქედან 4 შორი დისტანციიდან იყო. მან პირობა დადო, რომ "არწივებთან" კარგად ითამაშებდა და შეასრულა კიდევაც". 

მაკარიძე 24-ე ტურის სიმბოლურში შეიყვანა Canal 11-მაც. 

სხვათა შორის წინა კვირას გიორგი პორტუგალიაში მცირე სკანდალში გაეხვა - პორტიმონენშესთან მატჩის შემდეგ მან თქვა, რომ ურჩევნია არ წააგოს ბენფიკასთან და თუნდაც მისმა გუნდმა სეზონის დარჩენილი ყველა მატჩი დათმოს.

სხვათა შორის, ამ ფრაზამ ბენფიკას ფანები ძალიან გააბრაზა და როცა ის ბურთს იღებდა, სტვენით და შეძახილებით უწევდნენ ობსტრუქციას. "თუმცა საბოლოოდ გაღიმებული ქართველი მეკარე დარჩა, რომელმაც არ წააგო ბენფიკასთან დაპირისპირება", - წერს O Jogo.

კომენტარები

ბოლო ამბები