Thumbnail

კორონავირუსი | იტალიაში 3 აპრილამდე სპორტული ღონისძიებები გადაიდო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • იტალიის ოლიმპიურმა კომიტეტმა გადაწყვეტილება მიიღო
  • 3 აპრილამდე ყველა სპორტული ღონისძიება გადაიდო
  • გადაწყვეტილება საერთაშორისო ტურნირებს არ ეხება

კორონავირუსის გამო, იტალიაში ყველა შიდა სპორტული ღონისძიება 3 აპრილამდე გადაიდო. განცხადებას იტალიის ეროვნული ოლიმპიური კომიტეტი ავრცელებს.

გადაწყვეტილება იტალიის სერია A-ს, სხვა საფეხბურთო და სპორტულ ლიგებსაც ეხება, თუმცა ის იტალიური კლუბები და ნაკრებები, რომლებიც საერთაშორისო ასპარეზზე გამოდიან,  ქვეყნის ღირსების დაცვას ჩვეულებრივად გააგრძელებენ.

აღსანიშნავია, რომ შაბათ-კვირის ყველა მატჩი სერია A-ში უმაყურებლოდ ჩატარდა. იტალიაში ევროპის მასშტაბით ყველაზე მძიმე მდგომარეობაა - კორონავირუსის 7000 დადასტურებული ფაქტი და 300-ზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.

კომენტარები

ბოლო ამბები