Thumbnail

პირველად ისტორიაში – ქართველი მსაჯი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატში

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ნიკა ამაშუკელი ვანისა და მონტობანის შეხვედრას განსჯის
  • ქართველი არბიტრის მუშაობას ჟერომ გარსეზი დააკვირდება

საქართველოს საუკეთესო სარაგბო არბიტრი მსაჯი ნიკა ამაშუკელი 27 მარტს, PRO D2-ის 24-ე ტურში, ვანისა და მონტობანის შეხვედრას განსჯის.

ეს იქნება პირველი შემთხვევა, როდესაც ქართველი მსაჯი საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩს მოემსახურება.

ცნობისთვის, ვანის შემადგენლობაში ქართველი ბურჯი ნიკა ნეფარიძე თამაშობს, ხოლო მონტობანში მიშა კელენჯერიძე ირიცხება.

აი, რა განუცხადა ამაშუკელმა საქართველოს რაგბის კავშირის პრესსამსახურს:

“ძალიან სასიამოვნოა PRO D2-ის თამაშის მსაჯობა, რადგან საფრანგეთი საქართველოსთვის ახლო სარაგბო ერია, რომელმაც ქართული რაგბის განვითარებაში უდიდესი წვლილი შეიტანა.

კარგია, რომ მეგობრობა მსაჯობის კუთხითაც გრძელდება – დიდ 10-ში ფრანგი მსაჯი იყო ჩამოსული, ახლა მე წავალ საფრანგეთში და დარწმუნებული ვარ, ეს კავშირი დიდი სარგებლის მომტანი იქნება.

PRO D2 ერთ-ერთი ყველაზე რთული სამსაჯო ტურნირია, რადგან ქაოტური, ტემპერამენტიანი თამაშები მიდის. ფრანგები გამოირჩევიან ხისტი რაგბით და ეს ჩემთვის განსხვავებული გამოცდილება იქნება, რაც მსაჯის განვითარებისთვის უმნიშვნელოვანესია.

ამ თამაშში უშუალოდ ჟერომ გარსეზი დამაკვირდება და ვეცდები, ქართული სამსაჯო სკოლის სახელი კიდევ უფრო განვამტკიცო”.

კომენტარები

ბოლო ამბები