Thumbnail
  • ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა
  • გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა მე-4 ადგილი დაიკავა

გიორგი ბეჟანიშვილის ილინოისმა NCAA-ს რეგულარული ჩემპიონატის ბოლო მატჩში აიოვა ჰოუქაის უმასპინძლა და 78:76 მოიგო.

ქართველმა კალათბურთელმა მოედანზე 14 წუთი გაატარა და 6 ქულა (6-დან 3 ორქულიანი), 4 მოხსნა და 1 პასი მიითვალა, პასივში კი 1 პერსონალური ფოლი ჰქონდა.

თამაშის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა, როდესაც სტუმრებმა გასათანაბრებლად შეუტიეს, თუმცა, მიზანს ვერ მიაღწიეს.

ილინოისს ბიგ თენის კონფერენციაში 13 მოგება და 7 მარცხი მოუგროვდა და მე-4 ადგილი დაიკავა.

ამგვარად, ქართველი ლეგიონერის გუნდი პლეი ოფში მეოთხედფინალიდან ჩაებმება, სადაც 13 მარტს მეტოქედ ამ 3 გუნდიდან ერთ-ერთი ეყოლება: მინესოტა, ნორსვესტერნი ან აიოვა.

კომენტარები

ბოლო ამბები