Thumbnail
  • პსჟ-დორტმუნდს გულშემატკივარი არ დაესწრება
  • მიზეზი კორონავირუსის სწრაფი გავრცელებაა

სულ რამდენიმე წუთის წინ გახდა ცნობილი, რომ ჩემპიონთა ლიგის განმეორებით შეხვედრა პარიზში, ადგილობრივ პარი სენ-ჟერმენსა და დორტმუნდის ბორუსიას შორის, მაყურებლების გარეშე ჩატარდება.

საფრანგეთსა და გერმანიაში კორონავირუსი სწრაფად ვრცელდება და ოფიციალური პირები განსაკუთრებით მასობრივი თავშეყრის ადგილებს უფრთხიან.

საფრანგეთში ნებისმიერი შეკრება, რომელიც 5 ათას კაცზე მეტს ითვალისწინებს, უკვე კვირაზე მეტია იკრძალება. პარიზშიც პსჟ-ს გულშემატკივრის გარეშე მოუწევს თამაში.

პარი სენ-ჟერმენისა და დორტმუნდის საპასუხო დაპირისპირება თბილისის დროით 12 მარტს შუა ღამისას გაიმართება. ამ გუნდების პირველი შეხვედრა გერმანულმა გუნდმა ანგარიშით 2:1 მოიგო.

კომენტარები

ბოლო ამბები