Thumbnail
  • დუდა სანაძემ მოგებულ მატჩში 19 ქულა მიითვალა
  • ოლივეირენშეს მომდევნო მატჩი ლისაბონის სპორტინგთან ელის

პორტუგალიის საკალათბურთო ჩემპიონატის მორიგ ტურში დუდა სანაძის ოლივეირენშე ერთ-ერთ ფავორიტ პორტუს ესტუმრა და დრაგაო არენაზე გამართული მატჩი 90:78 მოიგო.

ქართველი ლეგიონერი სასტარტო შემადენლობაში გამოჩნდა და შედეგიანად ითამაშა. 33:37 წუთის განმავლობაში დუდას მონაგარი 19 ქულა, 3 მოხსნა, 1 პასი და 2 ჩაჭრა იყო.

ქართველმა კალათბურთელმა თამაში 19 ქულით დაასრულა

სანაძემ 4-დან 2 ორქულიანი და 9-დან 5 სამქულიანი ჩააგდო, ბურთი არ დაუკარგავს, 1 პერსონალური ფოლი მიიღო და მის წინააღმდეგაც ერთხელ დაჯარიმდნენ.

ოლივეირენშემ 14 მოგება და 8 მარცხი მოაგროვა, მე-4 ადგილი შეინარჩუნა და მხოლოდ პორტუგალიურ გრანდებს – სპორტინგს, ბენფიკასა და პორტუს ჩამორჩება.

ქართველი კალათბურთელის გუნდს მორიგი გამოცდა 15 მარტს ელის, როდესაც შინაურ კედლებში ერთპიროვნულ ლიდერ ლისაბონის სპორტინგს დაუხვდება.

კომენტარები

ბოლო ამბები