- 26 წლის სანდრო ბაზაძემ მიზანს ვადაზე ადრე მიაღწია
- ქართველი მოფარიკავე ზედიზედ მე-2 ოლიმპიურ თამაშებზე იასპარეზებს
26 წლის ქართველმა მოფარიკავე სანდრო ბაზაძემ ტოკიოს 2020 წლის ოლიმპიური თამაშების ლიცენზია მოიპოვა და მსოფლიოს უდიდეს სპორტულ ფორუმზე ზედიზედ მეორედ წარსდგება.
აღსანიშნავია, რომ ოლიმპიადისთვის 1 სალიცენზიო შეჯიბრი კიდევ დარჩენილია (20-22 მარტს, უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში მსოფლიო თასის ეტაპი ჩატარდება), თუმცა, ბაზაძეს, რომელიც მსოფლიო რეიტინგში მე-7 ადგილზეა, საკმარისი ქულები უკვე გააჩნია.
შეგახსენებთ, რომ სანდროს ოლიმპიური დებიუტი 2016 წელს რიოში შედგა, სადაც ხმლით ფარიკაობის შეჯიბრის პირველ რაუნდში ბრაზილიელ რენცო აგრესტას 15:3 სძლია, მერვედფინალში კი მომავალ ბრინჯაოს პრიზიორ იუნგჰვან კიმთან (სამხრეთ კორეა) დრამატულ ორთაბრძოლაში 14:15 წააგო.
კომენტარები