Thumbnail

ტოჩინოშინის მე-2 მარცხი – ქართველი სუმოისტი დოჰიოდან სამ წამში გაიყვანეს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • ლევან გორგაძემ ჰარუ ბაშო წარუმატებლად დაიწყო
  • ქართველმა სუმოისტმა დღესაც ძალიან იოლად წააგო

ტოჩინოშინის შიკონათი ცნობილმა 32 წლის ქართველმა სუმოისტმა ლევან გორგაძემ 2020 წლის მე-2 სუპერტურნირზე მე-2 მარცხი განიცადა.

ოსაკაში მაყურებლების გარეშე მიმდინარე ჰარუ ბაშოზე ქართველი სუმოისტი აღმოსავლეთის მე-11 მაეგაშირა ჩიიოტაირიუს დაუპირისპირდა და ფაქტობრივად, უბრძოლველად წააგო.

მეტოქემ ლევანს პირველივე მიძალებაზე უკან დაახევინა და ოშიდაშით დოჰიოდან ძალიან იოლად, სულ რაღაც სამ წამში გაიყვანა.

შეგახსენებთ, რომ ქართველ სეკიტორს 31 წლის იაპონელისთვის გასული 10 ორთაბრძოლიდან 8 ჰქონდა მოგებული, ახლა კი, მასთან ვერაფერი გააწყო.

ჰარუ ბაშოს მე-3 დღეს ტოჩინოშინის მეტოქე დასავლეთის მე-8 მაეგაშირა კირიბაიამა იქნება, რომელსაც ჩვენებური კარიერაში პირველად დაუპირისპირდება.

შეგახსენებთ, რომ ბოლოდროინდელი წარუმატებელი ასპარეზობიდან გამომდინარე, ქართველი სეკიტორი დასავლეთის მე-9 მაეგაშირას წოდებამდე გახლავთ დაქვეითებული და თუკი მინიმალური დადებითი ბალანსი მაინც არ დააფიქსირა, მორიგი უკუსვლა არ ასცდება.

კომენტარები

ბოლო ამბები