Thumbnail
  • ბოსტონი 104:105 ოკლაჰომა
  • ძალიან დაძაბულ მატჩში გადამწყვეტი კემბა უოკერის დაკარგული ბურთი იყო
  • კრის პოლი 28 ქულით ორივე გუნდში საუკეთესოა

ძალიან დაძაბული და დრამატული გამოდგა ბოსტონ სელტიკსის და ოკლაჰომას შეხვედრა. მთელი თამაში ქულა-ქულაში მიდიოდა, ბოლო წუთზე ლიდერი რამდენჯერმე შეიცვალა და მატჩის ბედი ბოლო წამებზე გადაწყდა.

ბოლო შეტევის წინ ბოსტონი ერთი ქულით წინ იყო, თუმცა კემბა უოკერმა ბურთი თავის ნახევარზე დაკარგა და დენის შრიოდერს ანგარიშში ოკლაჰომას დაწინაურების საშუალება მისცა.

ბოსტონმა მთელი 13 სროლით მეტი შეასრულა (92-79), უკეთესი იყო მოხსნებში (46-39) და უფრო იშვიათად კარგავდა ბურთს (13-18), თუმცა ჯარიმების და უფრო ზუსტი სროლის ხარჯზე, მაინც ოკლაჰომამ მოიგო.

ოკლაჰომას ქულების ნახევარზე მეტი (55) ორი მოთამაშის ანგარიშზე იყო - დენის შრიოდერმა 27 ჩააგდო, საუკეთესო კი კრის პოლი იყო 28 ქულით. ბოსტონის ძირითადის ხუთივე მოთამაშე 10 ქულიან მაჩვენებელს გადასცდა, ყველაზე შედეგიანი გორდონ ჰეივორდი იყო 24 ქულით. ამის მიუხედავად, ბოსტონი სათადარიგო სკამმა დააღალატა - მხოლოდ 17 ქულა სკამიდან.

ოკლაჰომა სეზონის მთავარი აღმოჩენაა და დასავლეთ კონფერენციაში პლეი ოფის ზონაშია, ბოსტონი კი აღმოსავლეთით მეორე პოზიციისთვის იბრძვის.

📺 ბოსტონი 104:105 ოკლაჰომა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები