Thumbnail

'ყალბი მექსიკელი ხარ' - ხაბიბმა ფერგიუსონის წარმომავლობას დასცინა

გევინ სლეიდი პროფილის ფოტო
გევინ სლეიდი
  • ხაბიბის და ფერგიუსონის პრესკონფერენცია ნიუ იორკში
  • ხაბიბი ამბობს, რომ მისი მემკვიდრეობისთვის ფერგიუსონის დამარცხება აუცილებელია...

18 აპრილს ნიუ იორკში, ბრუკლინის ბერკლის არენაზე - მსუბუქი წონის დივიზიონის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი ბრძოლა გაიმართება, მოქმედი ჩემპიონი - დაღესტნელი ხაბიბ ნურმაგომედოვი ტიტულს ტონი ფერგიუსონის წინააღმდეგ დაიცავს.

ამ ბრძოლას UFC-ის გულშემატკივრები წლები ელიან. დღეს ბრუკლინში პრესკონფერენცია გაიმართა, სადაც ხაბიბმა და 'ელ-კუკუიმ' 18 აპრილის შესახებ ისაუბრეს. "მე მას ვაფასებ როგორც მებრძოლს, ჩემი მემკვიდრეობისთვის მისი დამარცხება მნიშვნელოვანია..." - ამბობს ხაბიბი.

"მაგრამ როგორც ტიპი ვერ გავიგე რანაირია, კლოუნივით იქცევა და ხალხს ალბათ ამიტომ არ უყვარს." - ამბობდა დაღესტნელი. შემდეგ ხაბიბმა ფერგიუსონის წარმომავლობას დასცინა "ტონი არ არის მექსიკური სახელი, არც გვარი აქვს მექსიკური, რაღაცნაირი ყალბი მექსიკელი ხარ" - ამბობდა ხაბიბი.

კომენტარები

ბოლო ამბები