Thumbnail
  • იუნაიტედი 2:0 სიტი
  • 1:0 - მარსიალი (30), 2:0 - მაკტომინეი (96)

პრემიერლიგის 29-ე ტურის შეხვედრაში, მანჩესტერ იუნაიტედმა ქალაქის დერბიში სიტის უმასპინძლა და მეზობელი კლუბი 2 ბურთიანი სხვაობით - 2:0 დაამარცხა.

"მნიშვნელოვანია 3 ქულის მოპოვება, ასეთ დაძაბულ ბრძოლაში, თუმცა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ის არის, რომ გასახდელში შესანიშნავ ატმოსფეროს ვინარჩუნებთ." - განაცხადა სულშერმა.

შეხვედრაში პირველი გოლი იუნაიტედიდან ანტონი მარსიალმა გაიტანა, რომელმაც სიტის კარი მიმდინარე სეზონში დეკემბერშიც აიღო, საბოლოო ანგარიში კი მაკტომინეიმ მატჩის მიწურულს დააფიქსირა - 2:0.

საინტერესო ფაქტები

⚽ ანტონი მარსიალი ერიკ კანტონას შემდეგ მხოლოდ მეორე ფეხბურთელია, ვინც სიტისთან მატჩი ძირითადში სამჯერ დაიწყო და სამივეჯერ გოლი გაუტანა (კანტონამ ეს 5-ჯერ შეძლო 1993-96 წლებში).

⚽ სიტიმ იუნაიტედის კარისკენ პირველ ტაიმში მხოლოდ ერთხელ დაარტყა - გვარდიოლას გუნდმა ბოლოს ასე ცუდად პირველი ტაიმი 2018 წლის ოქტომბერში ლივერპულის წინააღმდეგ ჩაატარა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედში გადმოსვლის შემდეგ, ბრუნო ფერნანდეშმა მხოლოდ პრემიერლიგაში 7 გოლში მიიღო მონაწილეობა - 3 გოლი, 2 საგოლე გადაცემა... რაც გუნდში საუკეთესო შედეგია.

⚽ ანტონი მარსიალი რონალდოს შემდეგ (2006-07) პირველი იუნაიტედის ფეხბურთელია, ვინც ერთი სეზონის მანძილზე სიტის გასვლაზეც და სახლშიც გაუტანა.

⚽ მანჩესტერ იუნაიტედმა ჩელსის და სიტის სეზონში ორივე მატჩი ბოლოს 1961 წელს მოუგო. ხოლო სულშერი ფერგიუსონის შემდეგ პირველი იუნაიტედის მწვრთნელია, ვინც სიტი სეზონში ორჯერ დაამარცხა.

კომენტარები

ბოლო ამბები