Thumbnail

ეროვნული ლიგის მეორე ტურის ცენტრალური მატჩი დინამო არენაზე გაიმართა, სადაც დინამო თბილისმა დინამო ბათუმს უმასპინძლა. მატჩი ფრედ, 1:1 დასრულდა. გოლები ჯაბა ჯიღაურმა და ნიკა ნინუამ გაიტანეს. გუნდების მწვრთნელებმა თამაში პრესკონფერენციაზე შეაფასეს...

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • დილა
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

გია გეგუჩაძე (დინამო ბათუმის მწვრთნელი): “დაძაბული თამაში იყო, რომელიც გარდამავალი უპირატესობით წარიმართა და ლოგიკური შედეგით დასრულდა. ერთმანეთს ჩემპიონატის ფავორიტები დაუპირისპირდნენ და ასეთი თამაში მოსალოდნელი იყო.

ჯოვინოს და კობახიძის გარეშე გვიწევს თამაში, რაც დანაკლისია. ჯოვინოს 3-4 კვირა დასჭირდება, რომ ვარჯიში განაახლოს, კობახიძეს კი - ორი კვირა.

ობოაბონამ სადებიუტო შეხვედრა ჩაატარა და ნორმალური შთაბეჭდილება დატოვა, თუმცა ოპტიმალურ ფორმაში ჯერ არ არის.

ვინისიუსი ნიჭიერი ფეხბურთელია, თუმცა ტრავმა აქვს და მისთვის ერთი თვე ვარჯიში არ შეიძლება. კონტრაქტი გაფორმებული იყო, როდესაც მას უსიამოვნო ტრავმა აღმოაჩნდა”.

კახა ჩხეტიანი (დინამო თბილისის მწვრთნელი): “ვეთანხმები გიას, რომ თანაბარი თამაში იყო. მომენტები ორივე კართან შეიქმნა და ლოგიკური შედეგი დაფიქსირდა. სახლში ვთამაშობდით და კარგი იქნებოდა მოგება, მაგრამ შედეგი კანონზომიერია.

ლევან მჭედლიძის გარდა, კიდევ არაერთი ფეხბურთელი გვყავს ტრავმირებული. სამწუხაროდ, ვარჯიში ჯერ არ დაუწყიათ და რთული სათქმელია, როდის დაგვიბრუნდებიან. იმედია, მალე გაანახლებენ ვარჯიშს და შემდეგ, მეტი ინფორმაცია გვექნება”.

კომენტარები

ბოლო ამბები