Thumbnail
  • ბექა ბურჯანაძის კოეფიციენტი +14 იყო
  • ქართველის გრან კანარიამ მე-11 მატჩი მოიგო

ესპანეთის საკალათბურთო ჩემპიონატის 23-ე ტურში ბექა ბურჯანაძის გრან კანარიამ ვალენსიას უმასპინძლა და ევროლიგაში მოთამაშე მეტოქე 87:77 დაამარცხა.

ქართველი ლეგიონერი თამაშში სათადარიგოთა სკამიდან ჩაერთო და 11:52 წუთში 4 ქულა, 1 მოხსნა და 1 პასი მიითვალა. 

ბექამ 3-დან 2 ორქულიანი ჩააგდო, სამქულიანი ააცილა, ბურთი კი ერთხელ დაკარგა.

სავარაუდოა, რომ ბურჯანაძეს მეტი სათამაშო დროც ექნებოდა, პირველივე ტაიმში 3 პერსონალური ფოლი რომ არ მიეღო, ჯამში კი, 4 ჯარიმა მიიღო.

სათქმელია ისიც, რომ ბექას მოედანზე ყოფნის პერიოდში მასპინძლებმა სტუმრებზე 14 ქულით მეტი ჩააგდეს, რაც გუნდში მე-2 მაჩვენებელი იყო.

გრან კანარიამ 11 მოგება და 11 მარცხი მოაგროვა (1 თამაში მარაგში აქვს) და მე-11 ადგილზე იმყოფება, მომდევნო მატჩს კი 14 მარტს, შინ, გიორგი შერმადინის იბეროსტარ ტენერიფესთან ჩაატარებს.

საინტერესოა, რომ დღეს ტენერიფელები სტუმრად თორნიკე შენგელიას ბასკონიას ეთამაშებიან. ქართველი ქომაგისთვის საინტერესო შეხვედრა თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

კომენტარები

ბოლო ამბები