Thumbnail
  • ხვიჩა კვარაცხელია პირველივე ტაიმში გააძევეს
  • ზურიკო დავითაშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა

რუსეთის პრემიერლიგის 21-ე ტურის მატჩი წარუმატებელი გამოდგა ყაზანის რუბინისთვის, რომლის ღირსებასაც 19 წლის ქართველი ფეხბურთელები ხვიჩა კვარაცხელია და ზურიკო დავითაშვილი იცავენ.

ყაზანელებმა სამარის კრილია სოვეტოვს უმასპინძლეს და 0:1 წააგეს, ქართველი ფეხბურთელები კი სასტარტო შემადგენლობაში იყვნენ.

შეხვედრა დანავსული გამოდგა კვარაცხელიასთვის, რომელიც ჯერ პასიური თამაშგარეში აღმოჩნდა და მის გამო, არბიტრმა რუბინის გოლი გააუქმა, პირველი ტაიმის მიწურულს კი მე-2 ყვითელი ბარათი მიიღო და გუნდი კაცნაკლული დატოვა.

ზურიკო დავითაშვილი

დავითაშვილმა მინდორზე 90 წუთი გაატარა, თუმცა, მისი და სხვა რუბინელების გარჯა ამაო გამოდგა და ყაზანელებმა სეზონში მე-11 მარცხი განიცადეს.

რუბინს 20 ქულა შერჩა და გასავარდნ ზონაში მყოფ გროზნოს ახმატს მხოლოდ დამატებითი მაჩვენებლებით უსწრებს.

ქართველი ლეგიონერების გუნდი მომდევნო შეხვედრას 14 მარტს, ტულაში, არსენალთან ჩაატარებს.

კომენტარები

ბოლო ამბები