Thumbnail
  • სან ხოსე 2:5 მინესოტა
  • კალიფორნიელებმა პირველი მატჩი წააგეს

ვაკო ყაზაიშვილისა და გურამ კაშიას სან ხოსე MLS-ის პირველ ტურში ტორონტოსთან მარცხს გადაურჩა (2:2), თუმცა მე-2 ტურში მინესოტას უმასპინძლა და დიდი ანგარიშით, 2:5 დამარცხდა.

ყაზაიშვილმა მოედანზე 90 წუთი გაატარა, კაშია კი - 64-ე წუთზე, ვონდოლოვსკიმ შეცვალა. ვაკომ ამ თამაშში მიმდინარე სეზონის პირველი გოლი გაიტანა. ქართველმა შემტევმა თავი 53-ე წუთზე გამოიჩინა.

მასპინძელთა რიგებში 16 წლის ქეიდ ქოუელს ჰქონდა დებიუტი. ის MLS-ის ისტორიაში მე-2 ყველაზე ახალგაზრდა ფეხბურთელია, რომელმაც ლიგაში ითამაშა. სან ხოსე დასავლეთ კონფერენციაში 1 ქულით მე-10 ადგილზეა. ქართველების მეტოქე მე-3 ტურში ფილადელფია იქნება.

📺 ვიდეო: სან ხოსე 2:5 მინესოტა (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები