Thumbnail

ბაზაძის კარიერის რეკორდი – ქართველი მოფარიკავე მსოფლიოში მეშვიდეა

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • სანდრო ბაზაძემ სარეიტინგო ქულები ლუქსემბურგულ ტურნირზე შეიმატა
  • ქართველმა მოფარიკავემ კარიერის საუკეთესო მაჩვენებელი დააფიქსირა

საქართველოს მოფარიკავეთა ნაკრების წევრმა სანდრო ბაზაძემ ფარიკაობის საერთაშორისო ფედერაციის (FIE) რეიტინგში წინსვლა განიცადა და კარიერაში საუკეთესო ნიშნულს უწია.

ბაზაძემ მორიგი ქულები ლუქსემბურგში მოიპოვა, სადაც მონაწილეობა ხმლით მოფარიკავეთა მსოფლიო თასში მიიღო.

სანდრო ბაზაძე მსოფლიო რეიტინგში მეშვიდეა!!! გუშინ ლუქსემბურგის მსოფლიო თასის შემდეგ FIE(ფარიკაობის საერთაშორისო...

Posted by Fencing Federation Of Georgia საქართველოს ფარიკაობის ფედერაცია on შაბათი, 07 მარტი, 2020

სანდრომ პლეი ოფის პირველ წრეში ჩინელ იაინგჰუიიანს 15:13 სძლია, შემდეგ ფრანგ სებასტიენ პატრისსაც აჯობა (15:10), მერვედფინალში კი, დაძაბულ ორთაბრძოლაში, იტალიელ ლუიჯი სამელესთან 13:15 დამარცხდა.

შედეგად, FIE-ს მიერ განახლებულ კლასიფიკაციაში ბაზაძემ მე-7 ადგილს უწია, რაც მისთვის საუკეთესო მაჩვენებელია.

კომენტარები

ბოლო ამბები