Thumbnail
  • ბორჯღალოსნების თავკაცმა პორტუგალიასთან მატჩი შეაფასა
  • საქართველოს ეროვნულმა ნაკრებმა ტურნირი მეთორმეტედ მოიგო

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა პორტუგალიასთან მატჩი შეაფასა.

შეგახსენებთ, რომ ბორჯღალოსნებმა პარიზში გამართულ შეხვედრაში 39:24 მოიგეს და რაგბი ევროპის ჩემპიონატის მოგება მეთორმეტედ მოახერხეს.

ლევან მაისაშვილი: “პორტუგალია ის გუნდი, რომელსაც ძალიან კარგად ვიცნობთ. ისინი მებრძოლები არიან და გულით თამაშობენ, რაც დღეს მოედანზე კიდევ ერთხელ დამტკიცდა.

შეცდომები დავუშვით, რის გამოც პირველ ტაიმში წნეხში მოვექეცით. მეორე ტაიმში გუნდის ლიდერებმა თავისი თამაში იპოვნეს და კარგი პერფორმანსი შემოგვთავაზეს, რაც ანგარიშშიც აისახა.

ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ ყველა გუნდი, ვისაც ამ ტურნირში ვეთამაშებით, იყოს ძლიერი, რადგან მხოლოდ ძლიერებთან ხშირი თამაშითაა შესაძლებელი განვითარება და წინსვლა“.

კომენტარები

ბოლო ამბები