Thumbnail
  • გოლდენ სტეიტ უორიორსი 118:114 ფილადელფია სიქსერსი
  • დაბრუნებიდან 2 დღის შემდეგ სტეფ კარიმ ისევ ვერ ითამაშა

სტეფ კარის დაბრუნებას და ბრწყინვალე თამაშს მთელი NBA ზეიმობდა, მაგრამ გოლდენ სტეიტის სუპერვარსკვლავმა ფილადელფიასთან თამაში გამოტოვა. მიუხედავად ამისა, უორიორსმა, რომელიც წამყვანი კალათბურთელების ტრავმების გამო ამ სეზონში ლიგის ყველაზე სუსტი გუნდია და პლეი ოფში გასვლის შანსი აღარ აქვს, ამბიციური ფილადელფია სიქსერსი მაინც დაამარცხა - 118:114. ამას თავისი მიზეზი აქვს: ფილას ჯოელ ემბიიდისა და ბენ სიმონსის სახით ორი უმთავრესი მოთამაშე აკლია.

რაც შეეხება სტეფ კარის არყოფნის მიზეზს: მას გრიპი აქვს. მატჩის წინ, გოლდენ სტეიტმა გაავრცელა განცხადება, სადაც ვკითხულობთ, რომ სტეფ კარის კორონავირუსის ნიშნები არ აქვს, მისი უთამაშებლობის მიზეზი ჩვეულებრივი ზამთრის გრიპია.

სტეფ კარის გრიპი აქვს

“ვარჯიშებზე სტეფი თავს კარგად გრძნობდა, დილას კი გაიღვიძა და ავად იყო. ვიცი, რომ მის პატარა ბიჭს სიცხეები ჰქონდა და როგორც ჩანს მისგან გადაედო. ჩვენმა ექიმებმა გამოიკვლიეს და დაადგინეს, რომ ეს ჩვეულებრივი გრიპია,” - განაცხადა გოლდენ სტეიტის მთავარმა მწვრთნელმა სტივ კერმა. მისივე თქმით, ცენტრი კევინ ლუნი კიდევ 3 კვირა ვერ ითამაშებს.

მიუხედავად ტრავმებისა, უორიორსმა ბოლო 5 თამაშში მესამე გამარჯვება იზეიმა. საუკეთესოები დამიონ ლი (24 ქულა) და ერიკ პასკალი (23) იყვნენ. სწორედ მათი დამსახურებაა, რომ გოლდენ სტეიტი ბოლო მეოთხედის სტარტზე 82:90-ს აგებდა და თამაში მაინც მოიგო.

შეგახსენებთ, რომ სტეფ კარიმ შემოდგომაზე ხელის მოტეხვის გამო რეგულარული სეზონის 58 მატჩი გამოტოვა და ორი დღის წინ, ტორონტოსთან მატჩში 23-ქულიანი შედეგით დაბრუნდა.

📺 ვიდეო: გოლდენ სტეიტი 118:114 ფილადელფია (მიმოხილვა)

კომენტარები

ბოლო ამბები