Thumbnail

'ქართველებს გაუმარჯოს' - გიგა ჭიკაძის კომენტარი მოგების შემდეგ

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • გიგა ჭიკაძემ UFC-ში მეორე გამარჯვება იზეიმა
  • ქართველმა მებრძოლის კომენტარი ჯამალ ემერსთან გამარჯვების შემდეგ

ლას ვეგასმა UFC 248-ის ბრძოლებს უმასპინძლა, სადაც ქართველმა მებრძოლმა გიგა ჭიკაძემ რიგით მე-2 ბრძოლა ჩაატარა. მისი მეტოქე 30 წლის ამერიკელი ჯამალ ემერსი გახლდათ, რომელსაც UFC-ში დებიუტი ჰქონდა. ჭიკაძემ კი UFC-ში მე-2 ბრძოლა გამართა და მე-2 მოგება იზეიმა. ბრძოლის დასრულების შემდეგ, გიგამ თავის კარიერაზე და საქართველოს შესახებ ისაუბრა.

გიგა ჭიკაძე: "ჯამალ, ძმაო, მადლობა ასეთი კარგი ბრძოლისთვის. შენი დიდი სამუშაო შეასრულე. ბედნიერი ვარ, რომ ბრძოლა მოვიგე. მე საქართველოდან ვარ. იმავე ქვეყნიდან, საიდანაც მერაბ დვალიშვილია. გამარჯობა მერაბ - ქართველებს გაუმარჯოს!"

ჯო როგანი: რა თქვი?

გიგა ჭიკაძე: "მე ვთქვი ვივა ჯორჯია. ჩემი ქვეყანა პატარაა და ამავდროულად უძველესი ქვეყანაა. ჩვენ კარგი ხალხი ვართ. მე ჩემი ქვეყნის ელჩი ვარ. ვცადე, მსოფლიოსთვის მეჩვენებინა, თუ როგორი ლამაზი ქვეყანა არსებობს აღმოსავლეთ ევროპაში. ხვალ, ქალთა დღეა. ქალებს ხშირად აქვთ რთული დრო და ჩვენ აქ ვართ. ჩვენ აქ ვართ, თქვენ მხარდასაჭერად.

ჩემი გუნდიდან ყველამ დიდი როლი შეასრულა ჩემს განვითარებაში. როცა დავიბადე, მამაჩემმა თქვა, რომ დაიბადა გიგა ჭიკაძე, მსოფლიო ჩემპიონი. ვერ ვითმენ, ისე მინდა, რომ ჩემი მომდევნო პერფორმანსი შემოგთავაზოთ. ჩემი შოუს სახელია 'გიგაშოუ'. არსებობს მეგა-შოუ, შოუ და 'გიგა-შოუ'.

კომენტარები

ბოლო ამბები