Thumbnail

ლოკომ წაგებათა სერია დაასრულა, აკადემიამ იუნკერებს მოუგო

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • არმაზი 13:31 ლოკომოტივი
  • იუნკერები 16:25 აკადემია 

არმაზმა დიდი 10-ის მე-14 ტურში ლოკომოტივს უმასპინძლა და 13:31 დამარცხდა. ლოკომოტივმა 5-მატჩიანი წაგებათა სერია დაასრულა და სეზონში მე-4 გამარჯვება იზეიმა. შეხვედრას ფრანგი მსაჯი ტიერ ბალეტი მოემსახურა.

თბილისურ კლუბს 20 ქულა აქვს და მე-9 ადგილზეა. არმაზი 15 ქულით ბოლო ადგილს იკავებს. ლოკომოტივი მომდევნო ტურში რუსთავის ხარებს უმასპინძლებს, ხოლო არმაზი იუნკერებს მიიღებს.

არმაზი: ლელო - გიგოლაშვილი. ცინცაძემ გარდასახვა და 2 ჯარიმა გაიტანა.

ლოკომოტივი: ლელო - გეგია, მაისურაძე, ჩიღვინაძე, წივწივაძე. გარდასახვა - გედეხაური (3), ასათიანი. ჯარიმა - გედეხაური.

ლოკომოტივის განადგურების შემდეგ, იუნკერებმა მატჩის მოგება ვეღარ მოახერხეს და აკადემიასთან 16:25 წააგეს. სტუმრებმა პირველი ტაიმი 8:0 მოიგეს. იუნკერებმა მეორე ტაიმში იბრძოლეს, თუმცა თამაში ვერ გადაარჩინეს.

იუნკერებს 20 ქულა აქვთ და მე-8 ადგილზე არიან. აკადემია 38 ქულით მე-5 ადგილს იკავებს. გუნდები მომდევნო ტურს 12 დღეში ჩაატარებენ. იუნკერები არმაზს ეწვევიან, ხოლო აკადემიის მორაგბეები გორის ჯიქს ესტუმრებიან.

იუნკერები: ლელო - ხარაზიშვილი, ფერსაშვილი. რამაზ ხარაზიშვილმა 2 ჯარიმა გაიტანა.

აკადემია: ლელო - მ. ახობაძე, ჭუაძე, ლუარსაბიშვილი. გარდასახვა - მიქანაძე, ახობაძე. ჯარიმა - მიქანაძე (2).

კომენტარები

ბოლო ამბები