Thumbnail
  • ბარსელონა 1:0 რეალ სოსიედადი
  • კიკე სეტიენის კომენტარი მატჩის შემდეგ

ესპანეთის ლა ლიგის 27-ე ტურში ბარსელონამ რეალ სოსიედადს უმასპინძლა, 1:0 მოუგო და 58 ქულით ცხრილში რეალის თამაშამდე გალიდერდა. 

მატჩის ბედი 79-ე წუთზე საკუთარ საჯარიმოში ბასკების მიერ ხელით თამაშმა გადაწყვიტა. საქმეში VAR ჩაერია, რომელმაც პენალტი დანიშნა - ლიონელ მესიმ გამარჯვების გოლი გაიტანა, რომელიც მისთვის ამ სეზონში მე-19 გოლია ლა ლიგაში. 

მსაჯის მიერ კომპენსიტებულ წუთებში ბარსამ კიდევ ერთხელ გაიტანა, მაგრამ ჟორდი ალბას გოლი იმავე VAR-მა გააუქმა. რეალ სოსიედადი 43 ქულით მე-6 ადგილზე რჩება.

სხვათა შორის ამ შეხვედრაში ლიონელ მესიმ ყვითელი ბარათი მიიღო, არგენტინელი ზედიზედ მესამე მატჩში გააფრთხილეს, ეს მის კარიერაში პირველად მოხდა. ლეომ კარიერაში 55-ე პენალტი გაიტანა, მეტი პენალტი აქვს გატანილი კრიშტიანო რონალდოს - 61. 

კიკე სეტიენი (ბარსელონას მწვრთნელი): "რეალ სოსიედადს ზედიზედ 6 გამარჯვება ჰქონდა. ვიცოდით, რომ ძალიან რთული მატჩი გველოდა. ეს გუნდი კოპას ფინალში ტყუილად არ გასულა. რეალ სოსიედადს ბურთი კარგად "უჭირავს" და არ თმობს მას. 

რაღაც პერიოდები თამაშს ვაკონტროლებდით, ზოგჯერ კი ეს არ გამოგვდიოდა. დღეს VAR-ის წყალობით მოვიგეთ. სათადარიგოთა სკამიდან ნამდვილად ვერ დავინახავდი, იყო ხელით თამაში თუ არა.

მენტალურად და ფიზიკურად კარგად გამოვიყურებით, მოვიგეთ ძალზე რთული დაპირისპირება. ახლა რეალმა უნდა მოიგოს თავისი მატჩი". 

კომენტარები

ბოლო ამბები