Thumbnail

ვიდეოთამაში, რომლის წყალობითაც, შესაძლოა, კორონავირუსის ვაქცინა გამოიგონონ

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • ამ ვიდეოთამაშით, შეგიძლიათ მეცნიერებს კორონავირუსის ვაქცინის შექმნაში დაეხმაროთ
  • თამაშში კორონავირუსის გენეტიკურ მატერიალს ცვლით და შედეგებს აკვირდებით

გსურთ, მეცნიერებს კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლაში დაეხმაროთ? მაშინ, ალბათ, გაგახარებთ იმის გაგება, რომ ეს შესაძლებელია.

2008 წელს, ვაშინტონის უნივერსიტეტმა თავსატეხის ტიპის თამაში FOLDIT გამოუშვა, რომელშიც შეგიძლიათ ვირუსის სტრუქტურა შეცვალოთ და დააკვირდეთ, თუ რა შედეგს მოიტანს ესა თუ ის ცვლილება ვირუსის მოქმედებაში. გასულ კვირას, თამაშის ბაზას კორონავირუსიც დაემატა. თამაშის მიზანია, ვირუსის მანეიტრალიზირებელი ანტისხეულის აღმოჩენა. თამაშში გასარკვევად არ გჭირდებათ ბიოქიმიის არანაირი ცოდნა.

,,კორონავირუსის ზედაპირზე შეინიშნება პროტეინის წახნაგები, რომელიც მიმღები სხეულის პროტეინს ებმის,'' ნათქვამია თამაშის ინსტრუქციაში. ''როცა კორონავირუსი ადამიანის მიმღებ უჯრედს მიებმება, ის ასნებოვნებს ადამიანურ უჯრედებს და იწყებს გამრავლებას. ბოლო კვირებში, მკვლევარებმა გამოავლინეს ამ წახნაგების სტრუქტურა და ის, თუ როგორ ებმის ვირუსი ადამიანურ უჯრედს. თუ შევძლებთ, ისეთი ანტისხეულის აღმოჩენას, რომელიც კორონავირუსის ადამიანურ უჯრედებზე მიმაგრებას ხელს შეუშლის, შესაძლოა, დაავადების განკურნება მოვახერხოთ.''

ამ თამაშის შედეგებს მეცნიერები აკვირდებიან და აანალიზებენ. თამაშში რამდენიმე ვირუსის გენეტიკური მასალაა შეყვანილი, მათ შორის ალცჰეიმერის, შიდსისა და უკვე კორონა ვირუსისაც. თამაშს აქვს ქულების ბაზაც, სადაც შეგიძლიათ, სხვა მოთამაშეების პროგრესს დააკვირდეთ და მათი მცდელობების შედეგები გაითვალისწინოთ. ვაშინგტონის უნივერსიტეტის მკველვარებმა განაცხადეს, რომ თამაშის შედეგებს აქტიურად იყენებენ კორონა ვირუსის საწინააღმდეგო ვაქცინის შემუშავებასა და ტესტირებაში.

თამაშის ისტორია აჩვენებს რომ ის საკმაოდ ეფექტურია: 2011 წელს, სწორედ ამ თამაშის მონაცემები დაეხმარა მეცნიერებს შიდსის ვირუსის საწინააღმდეგო მკურნალობის კურსის შემუშავებაში.  

თუ გსურთ, ვიდეოთამაშით გაერთოთ და, ამავდროულად, კაცობრიობას სამსახურიც გაუწიოთ, Foldit ნამდვილად თქვენთვისაა.

 

კომენტარები

ბოლო ამბები