Thumbnail
  • ჩიხურა 1:3 ლოკომოტივი - ირაკლი სიხარულიძის მორიგი დუბლი
  • სამტრედია 1:0 ტორპედო - იმერული დერბის ბედი პენალტმა გადაწყვიტა

ეროვნული ლიგის მე-2 ტური საჩხერის ჩიხურასა და თბილისის ლოკომოტივის მატჩით გაიხსნა. ირაკლი სიხარულიძემ მე-2 ტურშიც გაიბრწყინა. სამტრედიასთან შესრულებული დუბლის შემდეგ, სიხარულიძემ ჩიხურასაც 2-ჯერ გაუტანა.

მასპინძლები კორიფაძის პენალტით დაწინაურდნენ, თუმცა სიხარულიძის დუბლით ლოკომოტივმა თამაში შემოატრიალა. მატჩის საბოლოო ანგარიში გოდერძი მაჩაიძემ დააფიქსირა, რომელმაც ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 3:1 ლოკომოტივის სასარგებლოდ. თბილისური კლუბი ეროვნულ ლიგაში 6 ქულით გალიდერდა.

მე-2 ტურში იმერული დერბი გაიმართა სამტრედიაში, სადაც ადგილობრივმა კლუბმა ტორპედოს 1:0 სძლია. მატჩის ერთადერთი გოლი ნიჯატ გურბანოვმა პენალტით გაიტანა და კახა კაჭარავას გუნდს სეზონში პირველი მატჩი მოაგებინა.

კომენტარები

ბოლო ამბები