Thumbnail

რონალდინიო პარგვაის ციხეში - ბრაზილიელს დანაშაული არ აპატიეს

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • პარგვაის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო - რონალდინიო დააკავეს
  • ბრაზილიელ ლეგენდა ქვეყანაში ყალბი პასპორტით შესვლას ცდილობდა

პარაგვაის სასამართლომ გადაწყვეტილება მიიღო და რონალდინიოს დაკავების ორდერი გასცა. ბრაზილიელ ლეგენდას სამხრეთამერიკულ ქვეყანაში ყალბი პასპორტით შეღწევის მცდელობაში ადანაშაულებდნენ, რაც მას დაუმტკიცდა.

რონალდინიო და მისი ძმა პარაგვაიში გადასვლას 5 მარტს ყალბი პასპორტებით ცდილობდნენ, რაც ვერ მოახერხეს, თუმცა საზღვარი მაინც გაიარეს, რადგანაც მათ ბრაზილიის პირადობის მოწმობაც ჰქონდათ.

იმ სასტუმროში, სადაც რონალდინიო დარჩა, პოლიციამ ჩხრეკა ჩაატარა, ხოლო ბრაზილიელი 8-საათიან დაკითხვაზე გადაიყვანეს, რის შემდეგაც რონალდინიოს დაკავების გადაწყვეტილება მიიღეს.

პარაგვაიში აცხადებენ, რომ რონალდინიოს ამ ქვეყნის პასპორტის აღება არასდროს უცდია. ბრაზილიელის ადვოკატები ამბობენ, რომ ლეგენდარულ ფეხბურთელს პასპორტი აჩუქეს.

რონალდინიომ ბარსასთან ერთად ორჯერ ლა ლიგა და ჩემპიონთა ლიგა მოიგო

საინტერესოა, რაში დასჭირდა ყოფილ ფეხბურთელს პარაგვაის საზღვრის ყალბი პასპორტით გადაკვეთა. რონალდინიოს ქონება 100 მილიონ დოლარად არის შეფასებული, ხოლო მის ინსტაგრამზე ერთი სარეკლამო პოსტის განთავსება 200 ათასი დოლარი ჯდება.

რონალდინიომ საფეხბურთო კარიერა 2015 წელს დაასრულა და მას შემდეგ დიდ სცენაზე იშვიათად ჩნდებოდა. 

რონალდინიო ბრაზილიის ნაკრებში მსოფლიოს 2002 წლის ჩემპიონია. ევროპაში ის პარი სენ-ჟერმენში, ბარსელონასა და მილანში გამოდიოდა. 

კომენტარები

ბოლო ამბები