Thumbnail
  • ბასკონია 73:72 ალბა
  • ჯენინგმა გადამწყვეტი სამქულიანი ჩააგდო, შენგელიამ მეტოქეს არ ასროლინა
  • ბასკონიამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება მოიპოვა

თორნიკე შენგელიას ბასკონიამ ევროლიგის 28-ე ტურში ალბას უმასპინძლა და მეტოქეს ქულით მოუგო - 73:72.

შენგელიამ 34:26 წუთი ითამაშა, რა დროშიც 24 ქულას, 7 მოხსნასა და 5 პასს მოუყარა თავი. შენგელიამ 13-დან 8 ორქულიანი და 4-დან ერთი სამქულიანი და 6-დან 5 საჯარიმო სროლა ჩააგდო.

საქართველოს ნაკრებისა და ბასკონიას კაპიტანი მატჩის MVP გახდა. ბასკონია მესამე პერიოდში 16 ქულას აგებდა, თუმცა გუნდმა სხვაობა აღმოფხვრა და მეოთხე პერიოდში სიტუაცია დაიძაბა. მატჩის დასრულებამდე რამდენიმე წამით ადრე, ალბას 2 ქულას იგებდა, რის შემდეგაც ბასკონიამ მეტოქის შეტევა ჩაჭრა, ხოლო მეტ ჯენინგმა გამარჯვების მომტანი სამქულიანი ჩააგდო - 73:72.

მატჩის დასრულებამდე 3 წამი დარჩა. ალბას შეხვედრის მოგების შანსი მაინც ჰქონდა, თუმცა შენგელიამ მეტოქეს დააფარა და მატჩიც დასრულდა.

ბასკონიამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა. ვიტორიულმა კლუბმა მე-12 მატჩი მოიგო და ცხრილში მე-13 ადგილზეა. შეგახსენებთ, რომ თოკო ევროლიგის წინა შეხვედრაშიც MVP გახდა.

ბასკონიამ ზედიზედ მეორე გერმანულ კლუბს მოუგო. ვიტორიელებმა 27-ე ტურში ბაიერნის დამარცხება მოახერხეს.

ბასკონიასა და ალბას მატჩის საოცარი ბოლო წუთები

ბასკონიასა და ალბას მატჩის საოცარი ბოლო წუთები შენგელიას ბრწყინვალე თამაში და ჯენინგის გამარჯვების სამქულიანი

Posted by Silk Sport on პარასკევი, 06 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები