Thumbnail

ლარკინმა რეკორდი გაიმეორა - 10 სამქულიანი ოლიმპიაკოსთან

ჯიმი ოლსენი პროფილის ფოტო
ჯიმი ოლსენი
  • ანადოლუ ეფესმა ოლიმპიაკოსს 12 ქულით მოუგო
  • შეინ ლარკინმა სამქულიანების რეკორდი კიდევ ერთხელ გაიმეორა

ეფესმა ევროლიგის 28-ე ტურში ოლიმპიაკოსს უმასპინძლა და მეტოქეს 12 ქულით, 91:79 მოუგო. ეფესი უპირატესობას მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდა. თურქულმა კლუბმა მეტოქეს პირველი სამი პერიოდი მოუგო და მხოლოდ მეოთხეში დამარცხდა.

მასპინძელთა კალათბურთელმა, შეინ ლარკინმა ევროლიგის სამქულიანების რეკორდი კიდევ ერთხელ გაიმეორა. მან 15-დან 10 სამქულიანი ჩააგდო, რითიც საკუთარი და ენდრიუ გუდლოქის რეკორდი კიდევ ერთხელ დააფიქსირა. ლარკინმა სულ 40 ქულა დააგროვა. მან 6-დან 3 ორქულიანი, 15-დან 10 სამქულიანი და 4-დან 4 საჯარიმო ჩააგდო.

ლარკინმა ამ სეზონში ბაიერნთან მატჩში ერთი რეკორდი მოხსნა და ერთიც გაიმეორა. ის გახდა ევროლიგის ისტორიაში ყველაზე მეტი ქულის ჩამგდები კალათბურთელი. მან ბაიერნს 49 ქულა ჩაუგდო. გარდა ამისა, შეინმა სამქულიანების რეკორდი პირველად სწორედ ბაიერნთან შეხვედრაში გაიმეორა.

ეფესი მიმდინარე სეზონს საოცრად ატარებს. მათ 24 მოგება და 4 მარცხი აქვთ. თურქული კლუბი რეგულარული სეზონის ლიდერია და, სავარაუდოდ, ისინი დარჩენილ 6 ტურში პირველობას შეინარჩუნებენ.

კომენტარები

ბოლო ამბები