Thumbnail
  • ბასკონიამ სტუმრად ვალენსია დაამარცხა - 81:71.
  • თორნიკე შენგელიამ 24 წუთში 7 ქულა ჩააგდო.
  • გიორგი შერმადინის უნიკახა დღეს ცსკა-ს სტუმრობს.

ევროლიგის 25-ე ტურში თორნიკე შენგელიას ბასკონიამ უმნიშვნელოვანესი გამარჯვება იზეიმა, ქართველი ფორვარდის ყოფილ გუნდ ვალენსიასთან - სტუმრად 81:71 დაამარცხა.

ბასკონიას ქართველი კაპიტანი სასტარტოში არ იყო. მან მოედანზე 21:49 წუთი დაჰყო და გუნდს 7 ქულა მოუტანა. თორნიკეს აქტივშია 5 მოხსნა და 2 პასიც. ქართველმა სამი პერსონალური შენიშვნა მიიღო და მისი მარგი ქმედების კოეფიციენტი სულ რაღაც 9 ბალი იყო. 

შეგახსენებთ, რომ წინა ტურში შენგელია ევროლიგის კვირის MVP გახდა

თორნიკემ მოედანი საფინალო სირენამდე 5 წუთით ადრე დატოვა, როცა მისი გუნდი 66:68 აგებდა. ასე რომ, ამჯერად ბასკონიას მოგებაში მისი წვლილი დიდი არ არის.

ევროლიგის პლეი ოფში 8 გუნდი გადის. მე-8 ადგილზე მყოფ მაკაბის 13 მოგება აქვს, მე-9-ზე ბასკონიაა 12 გამარჯვებით. 15 მარტს ბასკური კლუბი ჟალგირისს მასპინძლობს.

მატჩის MVP მარსელინიო უერტასი

9 მარტს გიორგი შერმადინის უნიკახა ცსკა-ს ესტუმრება, ქართველი ცენტრი ტრავმირებულია. უნიკახას 10 მოგება აქვს და მე-10 პოზიციაზეა.

კომენტარები

ბოლო ამბები