Thumbnail

კორონავირუსი | იტალიელი არბიტრები ევროტურნირებს ჩამოაშორეს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • ჩემპიონთა ლიგა და ევროპალიგა იტალიელი არბიტრების გარეშე
  • იტალიაში დღემდე კორონავირუსის 4 636 შემთხვევაა დაფიქსირებული

მომდევნო კვირაში, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპალიგის მატჩებში იტალიელი არბიტრები აღარ იმსაჯებენ. ამის შესახებ Tuttomercatoweb და რამდენიმე იტალიური გამოცემა წერს.

როგორც ირკვევა, უეფამ მიიღო გადაწყვეტილება, რომლის მიხედვითაც, კორონავირუსის გავრცელების რისკის გამო, იტალიელი მსაჯები ევროტურნირებს ჩამოაშორეს.

წინა კვირაში, ჩემპიონთა ლიგასა და ევროპალიგაში სამმა იტალიელმა არბიტრმა იმუშავა. დანიელე ორსატო მადრიდის რეალისა და მანჩესტერ სიტის მატჩის მსაჯი გახლდათ. ევროპალიგის 1/16 ფინალში, მარკო გიუდამ ესპანიოლისა და ვულვერჰემპტონის თამაშში იმსაჯა, ხოლო დავიდე მასამ კი - არსენალისა და ოლიმპიაკოსის მატჩში.

📋 მეტი ამ თემაზე:

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებული ადამიანების რაოდენობით იტალია მსოფლიოში მე-4 ადგილზეა. იტალიაში დღემდე 4 636 შემთხვევაა დაფიქსირებული, 197 ადამიანი გარდაიცვალა, 523 გამოჯანმრთელდა. ევროპის მასშტაბით, ყველაზე მეტი შემთხვევა სწორედ იტალიაშია დაფიქსირებული. შემდეგ მოდის გერმანია (670 შემთხვევა, არცერთი გარდაცვლილი) და საფრანგეთი (613 შემთხვევა, 9 გარდაცვლილი).

კომენტარები

ბოლო ამბები