Thumbnail
  • ბორის ვაპენსკის გოლი ტურში საუკეთესოდ დაასახელეს
  • მან მარსელს ფაქტობრივად კარიდან კარში გაუტანა

ბორის ვაპენსკის შესანიშნავი გოლი, რომელიც მან ფრანგულ მარსელს გაუტანა, წყალბურთის ჩემპიონთა ლიგის ოფიციალურმა გვერდმა ტურის საუკეთესო გოლად დაასახელა. დინამო თბილისისა და საქართველოს ნაკრების მოთამაშემ აღნიშნული გოლი პირველი ტაიმის ბოლო წამზე გაიტანა.

📺 ვიდეო: ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის ტოპ 5 გოლი

შეგახსენებთ, რომ ჩემპიონთა ლიგის მე-10 ტურის მატჩში დინამო თბილისმა მარსელი 15:12 დაამარცხა. ეს ქართული კლუბისთვის ისტორიული გამარჯვებაა, რადგან საქართველოს ჩემპიონმა ჩემპიონთა ლიგაზე პირველად მოიგო. მანამდე, რევაზ ჩომახიძის გუნდს 9-ვე მატჩი წაგებული ჰქონდა. ვაპენსკიმ ამ თამაშში ჰეთთრიკი შეასრულა.

კომენტარები

ბოლო ამბები