Thumbnail
  • ალისონ ბეკერის ტრავმა იმაზე სერიოზულია, ვიდრე ფიქრობდნენ
  • იურგენ კლოპი მას ვერც პრემიერლიგაში გამოიყენებს და ვერც ჩემპიონთა ლიგაში

ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალის საგზურისთვის ბრძოლაში ლივერპულს ალისონ ბეკერი დააკლდება. მერსისაიდელთა მთავარმა მწვრთნელმა იურგენ კლოპმა დღეს დაადასტურა, რომ ბრაზილიელი მეკარე ბარძაყის ტრავმის გამო მინიმუმ ერთი კვირა ვერ ითამაშებს. ეს იმას ნიშნავს, რომ ალისონი ლივერპულს ვერც ბორნმუთთან (შაბათს) მატჩში დაეხმარება და ვერც ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალის საპასუხო შეხვედრაში მადრიდის ატლეტიკოსთან (ოთხშაბათს).

ატლეტიკომ ლივერპული საულის ამ გოლით, 1:0 დაამარცხა

ალისონი გასულ სამშაბათს, ასოციაციის თასზე ჩელსისთან (0:2) მატჩამდე დაშავდა. აღსანიშნავია, რომ მისმა შემცვლელმა ადრიანმა ვილიანის გოლის მომენტში შეცდომა დაუშვა. მერე იყო 0:3 წაგება უოტფორდთან, რითაც 44-მატჩიანი წაუგებელი სერია შეწყდა. მერსისაიდელებს ატლეტიკოსთან პირველი მატჩი 0:1 აქვთ წაგებული და მათთვის საპასუხო შეხვედრაში, ‘ენფილდზე’ გოლის გაშვება არ შეიძლება. 

“ადამიანები ალბათ იტყვიან, რომ რთულ სიტუაციაში ვართ. ჩემთვის ეს სიტუაცია უფრო საინტერესოა, ვიდრე დრამატული. ჩემს ფეხბურთელებს უნდა დავეხმარო იმ დონეზე დაბრუნებაში, რა დონეზეც ყოფნა გვსურს,” - განაცხადა კლოპმა.

კომენტარები

ბოლო ამბები