Thumbnail
  • ზაზა ფაჩულიას პირველი კომენტარი ბრუკლინთან უთამაშებლობის შემდეგ.
  • სტეფ კარი ზაზას აქებს.

ყველა ვარსკვლავის მატჩის შემდეგ გოლდენ სტეიტის თავკაცმა სტივ კერმა მოულოდნელი გადაწყვეტილება მიიღო და ზაზა ფაჩულია, რომელსაც აქამდე ყველა მატჩი უორიორსის მაისურით მხოლოდ სასტარტოში ჰქონდა დაწყებული, სკამზე დასვა და მის ნაცვლად ჯაველ მაკგი დააწინაურა.

მაკგიმ დაიწყო 6 შეხვედრა და გოლდენ სტეიტმაც ყველა მათგანი მოიგო. მიუხედავად ამისა, ზაზას გარკვეული როლი მაინც ჰქონდა, ბოლო თამაშამდე...

უორიორსმა ბრუკლინს 114:101 მოუგო, ხოლო კერმა ზაზა ერთი წუთითაც არ გამოიყვანა მოედანზე (ეს მეორე შემთხვევაა ამ სეზონში, როცა ზაზა მატჩის განაცხადში იყო, მაგრამ არ უთამაშია).
მაკგიმ კარგად დაიწყო, მერე ის ბელმა შეცვალა და 15 წუთი ლუნისაც ერგო.

ფაჩულია ახალ რეალობასთან შეგუებას ცდილობს:

"სიმართლე გითხრათ, ამასთან შეგუება მიჭირს. მაგრამ სხვა გზა არაა, რეალობა უნდა მიიღო. თუ ასე არ გააკეთებ, სიტუაცია არ შეიცვლება, მაგრამ შეგცვლიან თავად და შენ ადგილზე სხვა მოვა. ასე რომ, ვცდილობ ვაკონტროლო ის, რისი გაკონტროლებაც შემიძლია. სიტუაცია რთულია.

გარდა კალათბურთისა არის სხვა რამეებიც, რაც თამაშის ნაწილია - პოლიტიკა თამაშის ნაწილია, ბედიც თამაშის ნაწილია. ხუთშაბათს მორიგი თამაშია. ყველაფერი შეიძლება შეიცვალოს. ამიტომ მზად უნდა ვიყო ახალი შანსისთვის", - განაცხადა ზაზამ ამერიკულ მედიასთან საუბარში.

ფაჩულია გუნდის ლიდერმა სტეფ კარიმ შეაქო:

"ზაზა ნამდვილი პროფესიონალია. მან კარგად იცის, რა დიდი წვლილი მიუძღვის შარშანდელ ჩემპიონობაში და იმედი მაქვს, წლეულსაც ასე იქნება. ის მზად იქნება და ჩვენ ზაზა აუცილებლად დაგვჭირდება, მან ეს იცის". 

კომენტარები

ბოლო ამბები