Thumbnail

PREVIEW | ფავორიტების ბრძოლა პირველი 3 ქულისთვის - ფრე არავის აწყობს

ეროვნული ლიგის ახალი სეზონი სენსაციებით დაიწყო. საქართველოს ჩემპიონმა და ვიცე-ჩემპიონმა საშინაო მატჩები ვერ მოიგეს და დაგეგმილი ქულები დაკარგეს. დინამო თბილისმა თელავს ვერ მოუგო, ხოლო დინამო ბათუმმა - თბილისის მერანს. მეორე ტურში, ორი დინამო დაუპირისპირდება ერთმანეთს და ორივე შეეცდება, რომ პირველი სამი ქულა აიღოს. მოკლედ, კვირას, 'დინამო არენაზე' დიდი მატჩია: დინამო თბილისი დინამო ბათუმის წინააღმდეგ.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დინამო თბილისი
  • X
  • დინამო ბათუმი

დინამო ბათუმს პირველ ტურში გუნდის ლიდერი, ფლამარიონ ჯოვინო დაუშავდა. პირველი ინფორმაციით, ბრაზილიელ თავდამსხმელს ოპერაცია სჭირდებოდა და 2-3 თვე უნდა გამოეტოვებინა, მაგრამ შემდეგ გაირკვა, რომ ქირურგიული ჩარევა არ არის საჭირო და მაქსიმუმ 4 კვირა გაუცდეს. დინამო თბილისთან ჯოვინო ვერ ითამაშებს, ისევე როგორც, მამუკა კობახიძე, რომელიც სავარჯიშო პროცესს 10-12 დღეში დაუბრუნდება. ბათუმური გუნდის სხვა წამყვანი ფეხბურთელები მწყობრში არიან.

წაიკითხე | ჯოვინო საოპერაციო არ არის - კარგი ამბავი თურქეთიდან

დანაკლისი დინამო თბილისსაც აქვს. კახა ჩხეტიანის გუნდის ოთხი ფეხბურთელი ტრავმირებულია: ნოდარ ქავთარაძე, კვამე კარიკარი, არფანგ დაფე და თორნიკე კაპანაძე. დისკვალიფიცირებულია ბაქარ ქარდავა. სხვები მზად არიან და ტურის ცენტრალური მატჩისთვის ემზადებიან.

საინტერესო იქნება მწვრთნელების დუელი. გია გეგუჩაძე და კახა ჩხეტიანი 4-2-3-1 ტაქტიკას ანიჭებენ უპირატესობას და სავარაუდოდ, პრინციპულ შეხვედრაში ექსპერიმენტებს მოერიდებიან. დინამო ბათუმში ერთადერთი და გამოკვეთილი ფორვარდი ალბათ ლადო დვალიშვილი იქნება, დინამო თბილისში კი თორნიკე ახვლედიანი. ფეხბურთელების კომენტარების მიხედვით, ორივე გუნდი მხოლოდ მოსაგებად გავა მინდორზე.

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

ბრძოლა მხოლოდ 3 ქულისთვის

მათე ცინცაძე (დინამო ბათუმი): “დინამო თბილისის წინააღმდეგ ყველა გუნდი მობილიზებული და მაქსიმალურად მონდომებულია. ნებისმიერ გუნდთან ბოლომდე დახარჯვაა საჭირო და მით უმეტეს, ჩემპიონთან. მიუხედავად იმისა, რომ ძლიერი მეტოქე გვყავს, მოედანზე მხოლოდ მოსაგებად გავალთ. თბილისურ გუნდში 5 წელი გავატარე და მოახლოებული თამაში ემოციური იქნება ჩემთვის. თამაშისთვის მზად ვართ და გულშემატკივართა გასახარებლად ბოლომდე ვიბრძოლებთ”.

გიორგი ზარია (დინამო თბილისი): “ჩემპიონატი ისე ვერ დავიწყეთ, როგორც გვსურდა, თუმცა სეზონის სტარტია და ეს ჩვეულებრივი ამბავია. დინამო ბათუმთან თამაში რთული იქნება და ამასთან, სეზონის გამორჩეული შეხვედრა უნდა გამოვიდეს. გუნდი ჩვეულებრივად ემზადება ამ მნიშვნელოვანი თამაშისთვის და მიუხედავად არსებული დანაკლისისა, მოედანზე აუცილებლად მოსაგებად გავალთ”.

გასულ სეზონში, დინამოები 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს: ორი მატჩი დინამო ბათუმმა მოიგო, ერთი ფრედ დამთავრდა და ერთში დინამო თბილისმა გაიმარჯვა

საინტერესო ფაქტები

⚽ დინამო ბათუმმა პირველ ტურში თბილისის მერანთან 0:0 ითამაშა.

⚽ დინამო თბილისმა პირველ ტურში თელავთან 0:0 ითამაშა.

⚽ გასულ სეზონში, დინამო თბილისი და დინამო ბათუმი 4-ჯერ შეხვდნენ ერთმანეთს..

⚽ წინა სეზონის 4 შეხვედრიდან ორი დინამო ბათუმმა მოიგო, ერთი ფრედ დასრულდა და ერთხელ დინამო თბილისმა გაიმარჯვა.

⚽ წინა სეზონის ურთიერთშეხვედრებში ბურთების ბალანსია 6:5 დინამო ბათუმის სასარგებლოდ..

სავარაუდო შემადგენლობები

დინამო თბილისი (4-2-3-1): კვასხვაძე - იაშვილი, ბენიო, ლოჩოშვილი, კობოური - ნინუა, პაპავა - ორშულა, კუცია, ქიმაძე - ახვლედიანი.

დინამო ბათუმი (4-2-3-1): ალავიძე - გეგეჭკორი, გაგოშიძე, ობოაბონა, ნავალოვსკი - მამუჩაშვილი, ცინცაძე - ჯიღაური, მანჯგალაძე, ვაგნერი - დვალიშვილი.

კომენტარები

ბოლო ამბები