Thumbnail
  • ლევან ბერძენიშვილის მოსაზრებები ყოველთვის საინტერესო და განსაკუთრებულია
  • როგორია მისი საფეხბურთო გემოვნება და რას ელოდება საქართველოს ნაკრებისგან
  • სანდრო ცნობილაძის ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან
  • ყველაფერი მთავარ თამაშზე

იმისთვის, რომ საფეხბურთო გურმანი იყო, მაღალი ინტელექტი აუცილებელია. ლევან ბერძენიშვილი ის იდეალური შემთხვევაა, როდესაც ინტელექტს ფეხბურთის ღრმა, თითქმის ექსპერტული ცოდნა ემატება.

თავის დროზე “ბოროტების იმპერიად” მონათლული საბჭოთა კავშირისთვის “ანტისაბჭოთა ელემენტი” ლევან ბერძენიშვილი, ფეხბურთს მეკარის რანგში ეზიარა. ასაკის მატებასთან ერთად, მისთვის ნათელი გახდა, რომ პატრიოტიზმის ერთ-ერთი გამოხატულება თბილისის დინამოს ქომაგობა იყო. “საქართველოს ნაკრებში, ფაქტობრივად, თბილისის დინამოში, სულ გვყავდა იმ რეგიონის წარმომადგენლები, რომელთანაც პრობლემები გვაქვს. საერთოდ არ მგონია შემთხვევითი, რომ სწორედ მათ მოგვიტანეს 13 მაისს უდიდესი საერთო ქართული გამარჯვება,” - აცხადებს ლევან ბერძენიშვილი.

'ვისაც მესხი არ ახსოვს, შეიძლება ვერ მიხვდეს, რა ფენომენი იყო. მესხი არის ფეხბურთი გოლის გარეშე'

რამდენიმე საფეხბურთო მოვლენის შეფასება, რომელსაც ლევან ბერძენიშვილი ჩვენთან ინტერვიუში აკეთებს, უნიკალური და ძალიან საინტერესოა. მაგალითად: “შესვენებაზე ტრიბუნას ვიცვლიდით მიშა მესხის გამო. ანუ, დავდიოდით მიშა მესხის სანახავად. ვისაც მესხი არ ახსოვს, შეიძლება ვერ მიხვდეს, რა ფენომენი იყო. მესხი არის ფეხბურთი გოლის გარეშე,” - ასე ახასიათებს ლევან ბერძენიშვილი თბილისის დინამოს ლეგენდარულ გარემარბს.

საქართველოს ნაკრების მომავალი უმნიშვნელოვანესი მატჩები მისთვის უდიდეს იმედებთანაა დაკავშირებული: “ჩვენ ფსკერზე უკვე ვიყავით და ახლა ამოვდივართ. ვიღაცები ამ პროცესს ვერ ხედავენ, მე ვხედავ. ორი თამაშია მოსაგები და იქ ვიქნებით სადაც უნდა ვიყოთ.”

თუმცა ყველაზე კარგად ლევან ბერძენიშვილის ქართული ფეხბურთისადმი დამოკიდებულებას შემდეგი ფრაზა გადმოსცემს: “საქართველოში ისე არაფერი უზეიმიათ, ქვეყნის დამოუკიდებლობაც კი, როგორც 13 მაისი. ეს ხალხი გიჟდება ფეხბურთზე!”

📺 ვიდეო: ინტერვიუ ლევან ბერძენიშვილთან

გამოკითხვა

ვინ გავა ევროპის ჩემპიონატზე?

  • საქართველო
  • ბელარუსი
  • კოსოვო
  • ჩრდილოეთ მაკედონია

კომენტარები

ბოლო ამბები