Thumbnail

საქართველოს მორაგბეთა ნაკრები საფრანგეთში იმყოფება, სადაც 7 მარტს, 2020 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატის მეოთხე ტურში, პარიზულ სტად ჟან ბუენზე, პორტუგალიას ეთამაშება.

ბორჯღალოსნების მთავარმა მწვრთნელმა ლევან მაისაშვილმა გუშინ სამატჩო შემადგენლობა დაასახელა, დღეს კი, მან და ნაკრების კაპიტანმა ბექა გორგაძე პრესკონფერენცია ჩაატარეს. 

ლევან მაისაშვილი: "ვფიქრობ, რომ პორტუგალიის წინააღმდეგ კარგი მატჩი გამოვა. მათ 2 შეხვედრის მოგება მოახერხეს და რუსეთთანაც დაძაბულ თამაშში დამარცხდნენ.

ვეცდებით, ჩვენი საუკეთესო თამაში ვაჩვენოთ. მოგება მარტივი ნამდვილად არ იქნება. რაც შეეხება სტადიონს, ის განსაკუთრებულია და ატმოსფეროც ძალიან მაგარი".

ბექა გორგაძე: "პორტუგალიასთან კარგი შეხვედრა გველის. დიდი სამუშაო გავწიეთ და ამ მატჩისთვის კარგად მოვემზადეთ. პორტუგალიამ სამივე თამაში კარგად ჩაატარა, რაც მომავალ შეხვედრას კიდევ უფრო საინტერესოს ხდის".

Let’s go!! 💪🏼💪🏼 Georgian Rugby Rugby Europe #PortugalRugby #REC2020 #RugbyEuropeChampionship #Rugby #RugbyTV

Posted by Federação Portuguesa de Rugby on პარასკევი, 06 მარტი, 2020

კომენტარები

ბოლო ამბები