Thumbnail

'გულშემატკივარმა ეს უნდა იცოდეს' - ბასილაშვილმა პრობლემებზე ისაუბრა

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური

საქართველოს პირველმა ჩოგანმა ნიკოლოზ ბასილაშვილმა ესტონეთთან დევისის თასის სასტარტო მატჩი გამართა და დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.

მსოფლიო რეიტინგში 27-ე ადგილზე მყოფი ბასილაშვილი ვლადიმირ ივანოვს (732-ე) დაუპირისპირდა და ორ სეტში, 6:4, 6:1 მოუგო მეტოქეს. თამაშის შემდეგ, ბასილაშვილმა პრესკონფერენციაზე საინტერესო კომენტარი გააკეთა. თამაში საქართველოს ნაკრების კაპიტანმა, დავით კვერნაძემაც შეაფასა...

ნიკოლოზ ბასილაშვილი (საქართველოს ნაკრები): “ოპტიმალური ფირმისგან შორს ვარ და ამიტომ, ბევრი ტექნიკური წუნი მქონდა. ჯერჯერობით, არ ვარ იმ კონდიციაში, რომ კორტზე შესაძლებლობების 100% გამოვავლინო. არ მიყვარს ტრავმებით სპეკულირება, მაგრამ თავს ვალდებულად ვთვლი, რომ გულშემატკივარმა ეს იცოდეს: ტკივილები მაწუხებს და გამაყუჩებლებით ვთამაშობ. დიდი ხანია ასე გრძელდება და ამის გამო, ბევრი დასანანი მატჩი წავაგე. 

კარგი გუნდი მყავს, გეგმას ერთად მივყვებით და იმედია, სარეაბილიტაციო პერიოდი წარმატებით წარიმართება. თამაშიდან თამაშამდე უნდა მივუმატო. ვფიქრობ, ამ წლის მეორე ნახევარში თუ არა, მომავალი წლიდან უკვე ოპტიმალურ ფორმაში ვიქნები. ტექნიკას და ტაქტიკას აზრი არ აქვს, თუ ფიზიკურად არ ხარ ფორმაში”.

დავით კვერნაძე (საქართველოს ნაკრების კაპიტანი): “თავიდანვე გვინდოდა, რომ პირველი მატჩი ნიკას ჩაეტარებინა და საბედნიეროდ, კენჭისყრაში გაგვიმართლა. ნიკა მიჩვეულია დიდი პასუხისმგებლობის ფონზე თამაშს და რა თქმა უნდა, ფავორიტი იყო შეხვედრაში. შემიძლია ვთქვა, რომ დღეს ბასილაშვილმა შესაძლებლობების მხოლოდ 20% გამოავლინა. არც დაჭირდა მეტი”.

კომენტარები

ბოლო ამბები