Thumbnail

HBO თამაშის, The Last of Us-ის მიხედვით სერიალს გადაიღებს

ნინო ბუ პროფილის ფოტო
ნინო ბუ
  • სერიალის რეჟისორი ''ჩერნობილის'' ავტორი, ქრეიგ მაზინი იქნება
  • სერიალი თამაშის პირველი ნაწილის სიუჟეტს დაეფუძნება

HBO-მ განაცხადა, რომ პოპულარული პოსტაპოკალიფტური სიუჟეტის თამაშის The Last of Us-ის ადაპტაციაზე მუშაობა უკვე დაწყებულია. სერიალზე HBO-ს მინი-სერიალის ''ჩერნობილის'' ავტორი, ქრეიგ მაზინი იმუშავებს, ხოლო სცენარის დაწერაში თამაშის ავტორი ნილ დრაქმენიც მიიღებს მონაწილეობას. დრაქმენი ასევე სერიალის მთავარი პროდიუსერიც იქნება.

HBO-ს სატელევიზიო სერიალი პროდიუსერი იქნება თამაშის ავტორი სტუდიის, Naughty Dog-ის პრეზიდენტი  ევან უილლისიც. სერიალის შექმნაში Sony Pictures-იც მიიღებს მონაწილეობას.

აღსანიშნავია, რომ ეს Sony PlayStation-ისთვის პირველი თამაშია, რომელსაც სერიალად გააცოცხლებენ.

თავად სერიალის სიუჟეტზე ჯერჯერობით ბევრი არაფერია ცნობილი, თუმცა, The Hollywood Reporter-ის მიხედვით, ის თამაშის პირველი ნაწილის სიუჟეტს დაეყრდნობა. თუმცა, იმის გათვალისწინებით, რომ თამაშის მეორე ნაწილი PlayStation-ზე 2020 წლის 29 მაისს გამოდის, ''არსებობს შანში, რომ სერიალში თამაში მეორე ნაწილიდანაც იქნება დამატებითი კონტენტი.''

ქრეიგ მაზინი, სერიალ ''ჩერნობილის'' რეჟისორი, რომელიც The Last of Us-ის ადაპტაციაზე იმუშავებს

როგორც ჩანს, სერიალის მომავალ რეჟისორს The Last of Us ძალიან უყვარს.

''ნილ დრაქმანი ულაპარაკოდ ერთ-ერთი საუკეთესო ავტორია ვიდეოთამაშებში.'' განაცხადა ქრეიგ მაზინიმ. ''The Last of Us ნამდვილი შედევრია. ჩემთვის დიდი პატივია, რომ მომეცა შანსი, ამ საოცარი ისტორიის სატელევიზიო ადაპტაციაზე მის ავტორთან ერთად ვიმუშავო.''

დრაქმენმაც პასუხად მაზინსა და მის სატელევიზიო სერიალ ''ჩერნობილს'' კომპლიმენტები არ დააკლო.

ნილ დრაქმანი, თამაშ The Last of Us-ის ავტორი

''ქრეიგთან პირველივე საუბრისას გაოცებული დავრჩი მისი უნიკალური მიდგომით სიუჟეტის მიმართ და თამაშის ღრმა ცოდნით. ''ჩერნობილში'' ქრეიგმა და მისმა გუნდა თავზარდამცემი და ემოციურად დატვირთული შედევრი შექმნეს. Last of Us-ის სატელევიზიო ადაპტაციისთვის უკეთეს გუნდს ვერც კი წარმოვიდგენდი.''

როგორც ჩანს, HBO და Sony ფიქრობენ, რომ თამაშების სატელევიზიო სერიალებად ადაპტირება შემოსავლიანი ამბავია: Sony Pictures Television ერთ-ერთი დირექტორი, ქრის პარნელი აცხადებს, რომ The Last of Us მხოლოდ პირველი თამაშია, რომლის ადაპტირებისთვისაც PlayStation-თან ითანამშრომლეს.

საინტერესოა ისიც, რომ, ერთ დროს, The Last of Us, სერიალი კი არა, ფილმი უნდა გამხდარიყო. 2016 წლის აპრილში დრაქმანმა განაცხადა რომ ეს პროექტი ''ნამდვილი ჯოჯოხეთი'' გახლდათ და, იმავე წლის ივნისში თქვა, ''პროექტს წლებია არანაირი პროგრესი არ ჰქონიაო.'' ხოლო 2018 წლის თებერვალში ისიც დაამატა, რომ ''ამ ფილმზე მუშაობა აღარ სურდა.''

სამწუხაროდ, თამაშებზე დაფუძნებულ ფილმებს ნამდვილად არაფერი აქვთ საამაყო. როგორც ჩანს,  Witcher-ის სატელევიზიო ადაპტაციის საოცარი წარმატების შემდეგ, HBO-მ გადაწყვიტა, რომ ვიდეოთამაშების სერიალებად ქცევა უკეთესი იდეაა. 

როდის გამოვა The Last of Us-ის მიხედვით გადაღებული სერიალი, ჯერჯერობით ცნობილი არ არის.

კომენტარები

ბოლო ამბები