Thumbnail

დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს კორონავირუსი აქვს

სანდრო მისირელი პროფილის ფოტო
სანდრო მისირელი
  • თომას კალენბერგს კორონავირუსი დაუდასტუდა
  • დანიელი კარანტინშია, მას ბევრ ადამიანთან ჰქონდა კონტაქტი

დანიის ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, თომას კალენბერგს კორონავირუსი დაუდგინდა. როგორც ირკვევა, 36 წლის დანიელი ამსტერდამში მოგზაურობისას დაინფიცირდა. მისი მშობლიური კლუბის, ბრონდბიუს ოფიციალურ განცხადებაში ვკითხულობთ, რომ კალენბერგი ახლა კარანტინშია და მისი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია.

თომას კალენბერგმა საფეხბურთო კარიერა 2017 წლის ზაფხულში დაასრულა. ბრონდბიუს გარდა იგი ფრანგულ ოსერში და გერმანულ ვოლფსბურგში თამაშობდა.

კალენბერგი კვირას ბრონდბიუს მატჩზე იმყოფებოდა და ბევრ ადამიანთან ახლო კონტაქტი ჰქონდა. ახლა ისინიც კარანტინში არიან. მათ შორისაა ბრონდბიუს კაპიტანი ჯოელ კაბონგო და მთავარი მწვრთნელის ასისტენტი მარტინ რეტოვი. კლუბმა მოუწოდა ყველას, ვისაც კალენბერგთან ამ დღეებში შეხება ჰქონდა, გამოვიდნენ კონტაქტზე და მოთავსდნენ კარანტინში.

კომენტარები

ბოლო ამბები