Thumbnail
  • ბუნდესლიგის ოფიციალურ საიტზე ფრაიბურგის ყველა დროის გუნდი დასახელდა.
  • 11-ეულში ორი ქართველია ლევან კობიაშვილი და ალექსანდრე იაშვილი.

ბუნდესლიგის ოფიციალურმა საიტმა ფრაიბურგის ყველა დროის საუკეთესო 11-ეული დაასახელა, რომელშიც ალექსანდრე იაშვილი და ლევან კობიაშვილი მოხვდნენ. 

ფრაიბურგის ყველა დროის გუნდში ასევე მოხვდა იოახიმ ლიოვი, გერმანიის ნაკრების ამჟამინდელი თავკაცი.

ფრაიბურგის ყველა დროის XI 

რიხარდ გოლცი - საშა რიტერი, მათიას გინტერი, ლევან კობიაშვილი - ანდრეას ცაიერი, სუმაილა კულიბალი, ალექსანდრე იაშვილი, როდოლფო კარდოსო - პაპის სისე, იოახიმ ლიოვი, ნილს პეტერსენი

მწვრთნელი: ფოლკერ ფინკე

აი, რას წერს bundesliga.com ქართველებზე

ლევან კობიაშვილი

ორი ქართველიდან ერთ-ერთი. ლევან კობიაშვილი გერმანულ ფეხბურთში ერთ-ერთი ყველაზე ცნობადი სახე იყო 1998-2014 წლებში. მან წარმატებული დრო გაატარა შალკესა და ჰერტაშიც, მაგრამ ბუნდესლიგაში ის სწორედ ფრაიბურგმა მიიყვანა 1998 წლის იანვარში. 

მან თავისი წლილი შეიტანა იმაში, რომ ფრაიბურგი ბუნდესლიგაში აღზევდა, სადაც კლუბის მაისურით კობიაშვილმა 185 მატჩში 36 გოლი გაიტანა. 2000/01 წლების სეზონში კობიაშვილმა 6 გოლი გაიტანა, ფრაიბურგი კი მე-6 ადგილზე გავიდა და უეფას თასის საგზური მოიპოვა. 
2015 წლიდან იგი საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტია.

ალექსანდრე იაშვილი

კიდევ ერთი ქართველი ფრაიბურგის ყველა დროის გუნდში. იაშვილი ფრაიბურგისა და ბუნდესლიგის ფანებს 1997-2007 წლებში ახარებდა. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფიგურა იყო პირველივე სეზონში, როცა ფრაიბურგმა ბუნდესლიგის საგზური მოიპოვა. იაშვილმა 29 გოლი გაიტანა და ეს იყო რეკორდი კლუბისტვის, სანამ 2011 წელს პაპის სისე არ გადაუსწრებდა. 
თითქმის 300-მდე მატჩის გამართვის შემდეგ მან წარმატებით გააგრძელა კარიერა კარლსრუეში, თუმცა ფრაიბურგის ფანების ფავორიტად დარჯა. 

იაშვილი ჯერაც რეკორდმენია კლუბში გამართული მატჩების მიხედვით არაგერმანელ ფეხბურთელთა შორის. 

2004 და 2008 წლებში იგი საქართველოს წლის საუკეთესო ფეხბურთელად აირჩიეს, ახლა კი ფეხბურთის ფედერაციის ვიცე-პრეზიდენტია, სადაც პრეზიდენტი ლევან კობიაშვილია.

შეგახსენებთ, რომ ფრაიბურგში ასევე უთამაშიათ: ლევან ცქიტიშვილს, ზაზა ზამთარაძეს, დავით თარგამაძეს, გიორგი კიკნაძეს და ოთარ ხიზანეიშვილს. 

კომენტარები

ბოლო ამბები