Thumbnail

ხელბურთი | ბათუმი და ქუთაისი დამაჯერებლად ლიდერობენ

  • სპორტუნი 34:43 ქუთაისი
  • იმედი-სტუ 33:45 BSB ბათუმი 

საქართველოს ხელბურთის უმაღლეს ლიგაში ბათუმის შავი ზღვის ბიჭებმა 45:33 დაამარცხა სტუ-იმედი და 26 ქულით ლიდერობს ჩემპიონატს.  24 ქულა აქვს ქუთაისს, რომელმაც 43-34 მოუგო სპორტის უნივერსიტეტს.

სპორტუნმა ბრძოლა გაუმართა ქუთაისს და დასაწყიში 6:3 დაწინაურდა. შემდეგ, ქუთაისელთა 16 წლის მეკარემ გიგი რუხაძემ რამდენიმე რთული ბურთი მოიგერია, თუმცა, კიდევ კარგა ხანი ფრე იყო: 11:11. ქუთაისმა, რომლის მწვრთნელები რამდენიმე წამყვან მოთამაშეს ასვენებდნენ, ტაიმი 20-17 მოიგო.

შესვენების შემდეგ, ქუთაისელთა უპირატესობა 5-6 ბურთის ფარგლებში იყო, თუმცა, გამზარდიამ სულ ბოლო წამზე მაინც აიყვანა სხვაობა ცხრამდე, 43:34. ორი მოთამაშის მონაგარი 10 გოლს ასცდა - ქუთაისელმა სურმავამ 12 გოლი გაიტანა, სპორტუნის გიორგი იობაშვილმა - 11.

შავი ზღვის ბიჭების და სტუ-იმედის პირველი წრის მატჩში, ქუთაისში, სერიოზული ბრძოლა იყო და ჩემპიონმა მხოლოდ 3 ბურთით მოიგო, 28:25. ბრძოლა იყო თბილისური თამაშის პირველ ნახევარშიც. სტუ-იმედი ხუთით ჩამორჩა 6:11, მაგრამ ალანიას ორი სწრაფი გარღვევის შემდეგ, 22-ე წუთზე, სხვაობა მინიმუმამდე დავიდა (12:13), შესვენებაზე კი ლიდერის უპირატესობა მხოლოდ 2 ბურთი იყო - 17:15. 

შესვენების შემდეგ ბათუმელთა გუნდში მოედანზე გამოვიდა რატი მსხვილიძე და ოთხჯერ გაიტანა, უკანახაზელებმა, ტალახაძემ და სიმონიამ პირადი ანგარიში რვამდე გაზარდეს, სხვაობამ კი პროგრესულად იწყო ზრდა და სირენის წინ თორმეტამდე ავიდა: 45:33. ბათუმი 26 ქულით ლიდერია.

მეორე წრის ბოლომდე 4 მატჩია დარჩენილი, მაგრამ 17 მარტამდე ჩემპიონატში იძულებითი შესვენებაა - ე.წ. კორონავირუსის გავრცელების გამო.  ყველა ტურნირის შესწორებული განრიგი დამატებით გამოქვეყნდება.

სპორტუნი 34:43 ქუთაისი 

სპორტუნი: ხანდოლიშვილი - იობაშვილი 11, ბულბულაშვილი 7, ზურაბიანი 6, ჩაკვეტაძე 5, იმნაძე 4, დელიბაშვილი 1, გულდედავა.

ქუთაისი: რუხაძე, გულეიშვილი - სურმავა, 12, ზარნაძე 6, ჯუღელი 5, იმნაძე 4, გამზარდია 4, კობახიძე 3, ფერაძე 3, სტურუა 3, ლომიძე 2, აბულაძე 1, ხაჟომია, რუსტამოვი, მერკვილაძე. 

იმედი-სტუ 33:45 BSB ბათუმი 

იმედი: ცინცაძე, ხიდეშელი - ალანია 9, ყორიაული 7, გრიშიკაშვილი 3, ერისთავი 3, აბჟანდაძე 3, კორსანტია 3, თიგიშვილი 3, გოგალაძე 2,  გავაშელიშვილი, დოლმაზაშვილი.

ბათუმი: ტორონჯაძე, ვარშალომიძე - ტალახაძე 8, სიმონია 8, ლაპიაშვილი 6, აბრამიშვილი 6, გოგოლაძე 4, მსხვილიძე 4, მიქავა 3, ტიელიძე 2, ცხადაია 2, გიორგაძე 1, მჟავანაძე 1, ბერძენიშვილი, სტოლბოვი, თურმანიძე.

კომენტარები

ბოლო ამბები