Thumbnail
  • დღეს ფიორენტინას ტრაგიკულად დაღუპულ 31 წლის კაპიტანს უკანასკნელ გზაზე აცილებენ.
  • იუვენტუსის დელეგაცია ლონდონიდან პირდაპირ ფლორენციაში ჩაფრინდა. 

დღეს იტალია და სრულიად საფეხბურთო სამყარო ფიორენტინას კაპიტან დავიდე ასტორის უკანასკნელ გზაზე აცილებს. 31 წლის ფეხბურთელი 4 მარტს, უდინეს სასტუმროში ძილში, გულის შეტევით გარდაიცვალა.

► ტრაგედია იტალიაში - ფიორენტინას კაპიტანი გარდაცვლილი იპოვეს  

მშვიდი გმირი დავიდე ასტორი († 31) - იტალია ფლორენციის კაპიტანს გლოვობს 

ფეხბურთელთან გამოსამშვიდობებლად ფლორენციის ცენტრალურ მოედანზე, სანტა კროჩეს ბაზილიკასთან, ფიორენტინას 10 ათასზე მეტი გულშემატკივარი შეიკრიბა, რომლებიც სასახლის გამოჩენას აპლოდისმენტებითა და საკლუბო შარფების აღმართვით შეხვდნენ.

დაკრძალვის ცერემონიას ფლორენციის არქიეპისკოპოსი, კარდინალი ჯუზეპე ბეტორი უძღვება. 

ასტორისთან გამოსამშვიდობებლად იტალიური საფეხბურთო სამყაროს, ასევე ევროპისა და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნების წარმომადგენლებიც მივიდნენ. ბაზილიკასთან სრული შემადგენლობით წარსდგა ფიორენტინას გუნდი, ხოლო ლონდონიდან ფლორენციაში პირდაპირი რეისით ჩაფრინდა ტურინის იუვენტუსის დელეგაცია. 

Juvenews.eu-ს ცნობით, დაკრძალვას ესწრებიან იუვეს მთავარი მწვრთნელი მასიმილიანო ალეგრი და ფეხბურთელები: ჯანლუიჯი ბუფონი, ჯორჯო კიელინი, ანდრეა ბარძალი, დანიელე რუგანი, მატია დე შილიო, კლაუდიო მარკიზიო, მირალემ პიანიჩი და ფედერიკო ბერნარდესკი, რომლებიც ფლორენციაში ადრე ჩავიდნენ. ფიორენტინას ფანატები მეტოქე კლუბის წარმომადგენლებს აპლოდისმენტებით შეეგებნენ.

L'ultimo saluto di Firenze al Capitano #DA13💜⚜️

Posted by ACF Fiorentina on ხუთშაბათი, 08 მარტი, 2018

ტურინის იუვენტუსმა ლონდონში გამართულ ჩემპიონთა ლიგის 1/8-ფინალის საპასუხო მატჩში ტოტენჰემი დაამარცხა და 1/4-ფინალში გავიდა. გუნდმა გამარჯვება ასტორის ხსოვნას მიუძღვნა.

“შენ სრულყოფილი ადამიანი იყავი!” ბუფონის ღია წერილი დავიდე ასტორის († 31)

► 3 წუთში მოგებული მატჩი - იუვენტუსმა ტოტენჰემი უემბლიზე დაამარცხა

► ნებისყოფა, გამოცდილება, რწმენა... იუვემ გამარჯვება ასტორის ხსოვნას მიუძღვნა

კომენტარები

ბოლო ამბები