Thumbnail

ლევან მოსეშვილი გარდაიცვალა - ქართული კალათბურთის დიდი დანაკლისი

ლაშა წიკლაური პროფილის ფოტო
ლაშა წიკლაური
  • 1962 წელს, ლევან მოსეშვილმა დინამო თბილისთან ერთად ჩემპიონთა თასი მოიგო
  • 1964 წელს, ის ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა

გარდაიცვალა ქართული კალათბურთის გამორჩეული წარმომადგენელი, საბჭოთა კავშირის ჩემპიონი და ევროპის ჩემპიონთა თასის მფლობელი, დინამო თბილისის მოთამაშე და შემდგომში მწვრთნელი, ლევან მოსეშვილი.

მოსეშვილი იმ ლეგენდარული დინამოს წევრი იყო, რომელმაც 1962 წელს ჩემპიონთა თასის ფინალში მადრიდის რეალი დაამარცხა, 1964 წელს კი, საბჭოთა კავშირის ნაკრების შემადგენლობაში ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ვიცე-ჩემპიონი გახდა. 

ლევან მოსეშვილის ტიტულები და მიღწევები

ოლიმპიადის ვიცე-ჩემპიონი: 1964 (ტოკიო)
ევროპის ჩემპიონთა თასი: 1962
სსრკ ჩემპიონი: 1968
სსრც ვიცე-ჩემპიონი: 1960, 1961, 1969
სსრკ ჩემპიონატის ბრინჯაოს პრიზიორი: 1965
სსრკ თასი: 1969
სსრკ ხალხთა სპარტაკიადის ვიცე-ჩემპიონი: 1959
სპორტის რაინდი: 2012
საქართველოს ეროვნული ოლიმპიური კომიტეტის მედალი: 2015
სსრკ სპორტის დამსახურებული ოსტატი
საქართველოს დამსახურებული მწვრთნელი

კომენტარები

ბოლო ამბები