Thumbnail

‘გამარჯობა, ბიჭებო, მე დავბრუნდი’ – კარი ტორონტოსთან ითამაშებს

დათო მანჯავიძე პროფილის ფოტო
დათო მანჯავიძე
  • 31 წლის სტეფ კარის ტრავმის გამო 58 მატჩი გაუცდა
  • უორიორსის ვარსკვლავს ოქტომბრის შემდეგ არ უთამაშია

გოლდენ სტეიტ უორიორსის ლიდერმა სტეფ კარიმ მოედანზე დაბრუნება ორიგინალურად დააანონსა.

ცნობილი გახდა, რომ NBA-ს ერთ-ერთი უმთავრესი ვარსკვლავი, რომელსაც ხელის მოტეხილობის გამო, რამდენიმე თვე გაუცდა (30 ოქტომბრის შემდეგ, 58 მატჩი გამოტოვა), 5 მარტს ტორონტო რეპტორსთან შეხვედრაში დაბრუნდება.

აღნიშნულ ფაქტს სტეფი ტვიტერის გვერდზე გამოეხმაურა. კარიმ გამოიყენა კადრი ფილმიდან “დამოუკიდებლობის დღე”, სადაც უცხოპლანეტელების დედამიწაზე გამოჩენის ეპიზოდია ასახული.

კადრში ისმის შეძახილი: “გამარჯობა, ბიჭებო, მე დავბრუნდი!”. ფილმის გმირის ნაცვლად კი, ამ დროს ვიდეოში კარის სახე სჩანს.

შეგახსენებთ, რომ გოლდენ სტეიტის რიგებში სტეფს NBA-ს ჩემპიონობა 3-ჯერ (2015, 2017 და 2018 წლებში) აქვს მოპოვებული. ამასთან გარდა, 31 წლის კალათბურთელი რეგულარული პირველობის MVP-ს ტიტულის ორგზის მფლობელია.

მიმდინარე სეზონში გოლდენ სტეიტი საშინლად თამაშობს და 14 მოგებითა და 48 მარცხით ლიგაში ბოლო ადგილზე იმყოფება.

კომენტარები

ბოლო ამბები