Thumbnail
  • ინგლისელმა ვეტერანმა ყოფილი გუნდის შესახებ ისაუბრა
  • მანჩესტერი სერ ალექს ფერგიუსონის წასვლის შემდეგ კრიზისშია

მანჩესტერ იუნაიტედმა პრემიერლიგა ბოლოს 2013 წელს მოიგო. მაშინ "წითელი ეშმაკების" მთავარი მწვრთნელი სერ ალექს ფერგიუსონი იყო. ფერგიმ იმავე წელს მანჩესტერი დატოვა და იქიდან მოყოლებული, გუნდს სერიოზული ჩავარდნა აქვს.

მას შემდეგ, იუნაიტედს მოიესი, ვან გაალი, მოურინიო და ახლა, სულშერი წვრთნიან. გუნდმა ამ დროის განმავლობაში ასოციაციის თასის, ლიგის თასიას და ევროპა ლიგის მოგება შესძლო, თუმცა, გასაკვირი არაა, რომ მრავლისმნახველი ქომაგები უფრო მეტს ითხოვენ.

ინგლისის ასოციაციის თასის მეხუთე რაუნდში ერთმანეთს დერბი და მანჩესტერ იუნაიტედი შეხვდებიან. დერბიში მოთამაშე-მწვრთნელის სტატუსით ირიცხება იუნაიტედის ლეგენდა უეინ რუნი, რომელმაც მოახლოებული მატჩის წინ, მანჩესტერში არსებულ ვითარებაზე ისაუბრა.

"მჯერა, რომ მანჩესტერი ორ ან სამ წელიწადში ძველ დონეზე დაბრუნდება. მათთვის მთავარია წელს ჩემპიონთა ლიგაზე გასვლა შეძლონ. იუნაიტედის გულშემატკივრებმა მოთმინება უნდა გამოიჩინონ.

მათ გუნდიდან უნდა გაუშვან რამდენიმე მოთამაშე და ასევე დაიმატონ სხვა ფეხბურთელები. ეს არ იქნება სწრაფი დაბრუნება, რასაც გუნდი ვან გაალთანა და მოურინიოსთან ერთად ცდილობდა.

შეხედეთ ლივერპულს, როგორ მივიდნენ ისინი ამ დონეზე. მათ გუნდი თავიდან ააშენეს. მანჩესტერ სიტის თავკაცმა პეპ გვარდიოლამაც დიდი სამუშაო გასწია.

ასე რომ, იუნაიტედმა მოთმინება უნდა გამოიჩინოს და იქნებ, ლივერპულსა და სიტისაც გაუთანაბრდეს".

კომენტარები

ბოლო ამბები