Thumbnail

შეკრული გუნდი და ჯანსაღი კონკურენცია - ინტერვიუ მიხეილ ალავიძესთან

  • ჩემპიონატი დინამო ბათუმმა მერანთან ფრეთი დაიწყო
  • მატჩის წინ: ფავორიტების ბრძოლა 3 ქულისთვის - ფრე არავის აწყობს
  • მეორე ტურის ცენტრალური თამაში: დინამო თბილისი V დინამო ბათუმი

8 მარტს, ეროვნული ლიგის მეორე ტურში, დინამო ბათუმი დინამო თბილისს ესტუმრება. საქართველოს ჩემპიონის და ვიცე-ჩემპიონის დაპირისპირება გულშემატკივართა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს. დინამო ბათუმმა პირველ ტურში ორი ქულა დაკარგა. ამასთან, ფლამარიონ ჯოვინომ მძიმე ტრავმა მიიღო. პოპსპორტის კითხვებს ბათუმური გუნდის მეკარემ და ვიცე-კაპიტანმა, მიხეილ ალავიძემ უპასუხა...

popsport: პირველ რიგში, თბილისის მერანთან განვლილი მატჩი შევაფასოთ. რა დააკლდა დინამო ბათუმს გამარჯვებამდე? 

ალავიძე: გოლი დაგვაკლდა. გვქონდა უპირატესობა და ვუტევდით, მაგრამ სამი ქულის მოსაპოვებლად ეს საკმარისი არ აღმოჩნდა. პირველი ტურის თამაში ყოველთვის რთულია და ამჯერადაც ასე გამოვიდა.

popsport: პირველ ტურში ქულების დაკარგვამ გუნდს ხასიათი ხომ არ გაუფუჭა?

ალავიძე: არა, ნამდვილად არა. პირიქით, მოტივირებულები ვართ, რომ გამოვასწოროთ დაშვებული შეცდომები და პირველი გამარჯვება მოვიპოვოთ ახალ ჩემპიონატში. მით უმეტეს, წინ დინამო თბილისთან მატჩია.

გამოკითხვა

ვინ მოიგებს?

  • დინამო თბილისი
  • X
  • დინამო ბათუმი

popsport: როგორ ემზადებით დინამო თბილისთან სათამაშოდ?

ალავიძე: დინამო თბილისთან მოგვიწევს დაპირისპირება და ამით ყველაფერია ნათქვამი. რთული თამაში იქნება, მაგრამ ჩვენი მიზანი მხოლოდ სამი ქულის მოპოვებაა. მოედანზე ყოველთვის მოსაგებად გავდივართ და ასე იქნება ამჯერადაც. წინ განსაკუთრებული მატჩია, თუმცა ვემზადებით ისე, როგორც სხვა შეხვედრებისთვის.

popsport: 2019 წლის სეზონში, დინამო თბილისთან 4 მატჩი გამართეთ: აქედან 2 მოიგეთ, ერთი ფრედ დასრულდა და ერთი წააგეთ. გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ შენი ბრწყინვალე თამაში თბილისში, 1:0 მოგებულ შეხვედრაში. როგორ თამაშს უნდა ველოდოთ ამჯერად?

ალავიძე: დინამო თბილისთან მატჩები ყოველთვის დაძაბულია, თუმცა რაც იყო, ისტორიას უნდა ჩავაბაროთ. მთავარია, რა იქნება მომდევნო შეხვედრაში. გულშემატკივარი დაძაბულ, სანახაობრივ და საინტერესო თამაშს უნდა ელოდოს.

წაიკითხე: 'დინამო თბილისთან მხოლოდ მოსაგებად ვიბრძოლებთ' - ინტერვიუ მათე ცინცაძესთან

popsport: დინამო ბათუმში რამდენიმე ახალი ფეხბურთელია, მათ შორის მეკარე იჰორ ლევჩენკო. რას გვეტყვი მათზე?

ალავიძე: ძალიან კარგი ფეხბურთელები არიან და გუნდსაც კარგად შეეწყვნენ. რაც მთავარია, გუნდი შეკრულია და სუფთა სპორტული, ჯანსაღი კონკურენციაა. იჰორ ლევჩენკო შესანიშნავი მეკარეა და ერთმანეთს კარგად ვუგებთ. ეს კონკურენცია მხოლოდ წაადგება გუნდს.

popsport: გარკვეული პერიოდი, ფლამარიონ ჯოვინოს და მამუკა კობახიძის გარეშე მოგიწევთ თამაში...

ალავიძე: დიდი დანაკლისია, თუმცა ტრავმები ფეხბურთის შემადგენელი ნაწილია და ამისთვის მზად უნდა ვიყოთ. გუნდში კონკურენცია გაზრდილია და ოპტიმისტურად უნდა ვიყოთ განწყიბილები. იმედია, ტრავმირენული ფეხბურთელები მალე დაგვიბრუნდებიან. 

გამოკითხვა

ვინ გახდება საქართველოს ჩემპიონი?

  • დინამო ბათუმი
  • დინამო თბილისი
  • საბურთალო
  • ტორპედო
  • ლოკომოტივი
  • სხვა გუნდი

popsport: დინამო თბილისში და საბურთალოში ბევრი ცვლილება მოხდა. ეროვნულ ლიგაში სამი ახალი გუნდია. რას ელოდები ამ ჩემპიონატისგან და არის თუ არა დინამო ბათუმი ჩემპიონობის მთავარი პრეტენდენტი?

ალავიძე: დინამო თბილისი, საბურთალო და ლოკომოტივი ძლიერი გუნდები არიან და მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებენ. იგივე შემიძლია ვთქვა გორის დილაზე. ადვილი არც სხვა გუნდებთან თამაში იქნება, რაც პირველ ტურში დადასტურდა. ასე რომ, საინტერესო ჩემპიონატი გველოდება. დინამო ბათუმი ჩემპიონობის ერთ-ერთი პრეტენდენტია. დიდი ბრძოლა მოგვიწევს.

კომენტარები

ბოლო ამბები