Thumbnail

მზიურის საჩოგბურთო კორტებზე, სადაც ხვალიდან საქართველოსა და ესტონეთის ნაკრებთა სადევისთასო დაპირისპირება უნდა დაიწყოს, წილისყრის ცერემონიალი ჩატარდა.

შეგახსენებთ, რომ შეხვედრა მსოფლიო ჯგუფი II-ს ეგიდით შედგება და ალექსანდრე მეტრეველის სახელობის კორტებზე 6-7 მარტს გახლავთ დაგეგმილი.

საქართველოს ჩოგბურთელთა ნაკრები

პირველ დღეს ტრადიციულად ერთეულთა თანრიგის ორ მატჩს ვიხილავთ: 10:45 საათიდან საქართველოს პირველი ჩოგანი ნიკოლოზ ბასილაშვილი (27-ე მსოფლიო რეიტინგში) ვლადიმირ ივანოვს (732-ე) ეთამაშება, ხოლო ალექსანდრე მეტრეველი (564-ე) – კრისტიან ტამს (729-ე).

7 მარტს, 10:00 საათზე, თავდაპირველად, წყვილთა შეხვედრაა დაგეგმილი: გიორგი ცივაძე (866-ე) და ზურა ტყემალაძე (ურეიტინგო) – მატიას სიიმარისა (ურეიტონგო) და ივანოვის წინააღმდეგ.

შესაძლოა, ამ 3 თამაშის შემდეგ, გამარჯვებულის ვინაობა უკვე ცნობილი იყოს, თუ არადა, შაბათსვე, ერთეულთა კიდევ 2 მატჩი ჩატარდება: ბასილაშვილი ტამს გაეჯიბრება, მეტრეველი კი – ივანოვს.

კომენტარები

ბოლო ამბები